7 მარტივი საშინაო მეთოდი თვალების შეშუპების მოსახსნელად და მუქი წრეების მოსაშორებლად

სტატიაში შემოგთავაზებთ 7 ბუნებრივ მეთოდს, რომელთა დახმარებით მოიშორებთ თვალების გარშემო არსებულ მუქ ლაქებსა და ტომრებს.

პირველი ნაბიჯი თვალებს ქვემოთ არსეული ბალიშების შესამცირებად არის კანის ანთების არეალის გაწმენდა მიკროცირკულაციის გააქტიურებით.

ეფექტური შედეგის მისაღწევად შემოგთავაზებთ მკურნალობის შემდეგ ბუნებრივ მეთოდებს

1. ბუნებრივი მკურნალობა კომპრესებით

შემოგთავაზებთ ქუთუთოების მოსადუნებელ კომპრესს.

აიღეთ გვირილის ჩაის 2 პაკეტი, დაასხით ფინჯანი ადუღებული წყალი და დაელოდეთ გაციებას. მომზადებული ნაყენით გააჯერეთ ბამბის 2 ტამპონი, დაახუჭეთ თვალები და დაიფინეთ. დამამშვიდებლი ტამპონები გაიჩერეთ 15 წუთი.

2. კარტოფილი მუქი წრეების წინააღმდეგ

სასურველი შედეგის მისაღწევად აიღეთ საშუალო ზომის კარტოფილი, გათალეთ, დაჭერით თვალის ზომის თხელ ნაჭრებად. შემდეგ დაიფინეთ დახუჭულ ქუთუთოებზე და გაიჩერეთ 10 წუთი. კარტოფილი თვალების გარშემო მუქი წრეების სამკურნალოდ საოცრაად ეფექტური საშუალებაა.

3. კიტრი თვალების ქვეშ არსებული ტომრების წინააღმდეგ

ნახევარი კიტრი გასაციებლად შედეთ მაცივარში, შემდეგ კი  დაიფინეთ დახუჭულ თვალებზე. კიტრს აქვს გამაგრილებელი ეფექტი, რისი წყალობითაც მუქი ტომრები ადვილად ქრება.

კიტრის შემადგენობაში შედის ასკორბინისა და კოფეინის  მჟავები, რომლებიც აფერხებს სითხის შეკავებას და ამცირებს შეშუპებას და თვალების გარშემო არსებულ ტომრებს.

კიტრის ბაზაზე მომზადებულ კიდევ ერთ საშუალებას შემოგთავაზებთ, რომლის წყალობით თავს დააღწევთ ამ პრობლემას. კიტრის ნაჭრები ჩაყარეთ ნახევარ ჭიქა რძეში. შემდეგ ჰიგიენური პირსაწმენდის საშუალებით კიტრის ნაჭრებს მოაშორეთ ზედმეტი სითხე და 10 წუთით დაიფინეთ თვალებზე.

4. ვარდის ფურცლები

აიღეთ მინის ქილა, ჩაყარეთ მუჭა ვარდის ფურცლები და დაამატეთ ნუშის ზეთი. ქილას თავზე დაახურეთ და გააჩერეთ 24 საათი. შემდეგ გაფილტრეთ და გადაასხით ბოთლში. მუქი წრეების საწინააღმდეგო საშინაო საშუალება მზად არის. მომზადებული ნაზავით გააჯერეთ ბამბის ტამპონი და 20 წუთის განმავობაში დაიფინეთ დახუჭულ თვალებზე.

5. ვაშლი შეშუპებული ქუთუთოების წინააღმდეგ

საშუალო ზომის ვაშლისგან მოამზადეთ პიურე. 10 წუთი დაელოდეთ გაგრილებას. აიღეთ სუფთა ქსოვილი, დაიტანეთ მომზადებული მასის მცირე ნაწილი და რამდენიმე წუთი  დაიფინეთ დახუჭულ თვალებზე.

6. ცივი წყლის კომპრესი

დაიფინეთ შეშუპებულ თვალებზე ცივი წყლის კოპრესები და გაიჩერეთ 3-5 წუთი. ამ მეთოდის საშუალებით ხელს შეუწყობთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და სწრაფად შეიმცირებთ შეშუპებას.

7. კოვზით მკურნალობა

ეს მეთოდი სილამზის გასაუმჯობესებლად უძველესი დროიდან გამოიყენება და ახლაც დიდი  პოპულარობით სარგებლობს. 2 სუფრის კოვზი შედეთ საყინულეში. შედმეგ დაიდეთ დახუჭულ ქუთუთოებზე. თვალები ამოძრავეთ ყველა მიმართულებით ისე, რომ არ გაახილოთ. გაიჩერეთ 3 წუთი და შედეგსაც დაუყონებივ იხილავთ.

ეს მეთოდი საოცრად ეფექტურია თვალებს ქვემოთ არსებული შავი ტომრების სამკურნალოდ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული ბუნებრივი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.