შვრიისა და ხაჭოს ორცხობილები ფორთოხლის არომატით. ხრაშუნა ქერქი და რბილი შიგთავსი

შემოგთავაზებთ ხაჭოთა და შვრიით მომზადებული რბილი და ხრაშუნა ქერქიანი, უგემრიელესი ორცხობილების რეცეპტს. დესერტს საოცარ არომატს მატებს ფორთოხალი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 260-280 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • ხაჭო 150 გრ
  • შვრიის ფანტელი 100 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
  • შაქარი 4 ს. კ.
  • ფორთოხლის წვენი 50-60 მლ
  • 1 ცალი ფორთოხლის ცედრა

მომზადების წესი:

  1. გაცრილ ფქვილს შეურიეთ შაქარი და გამაფხვიერებელი.
  2. დაამტეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი და ხელით აურიეთ.
  3. ფხვიერ ცხიმიან ცომს რიგრიგობით დაამატეთ კვერცხი, ფორთოხლის წვენი, ფორთოხლის ცედრა, ხაჭო, მსუბუქად მოხალული შვრიის ფანტელი და მოზილეთ ცომი.
  4. ზეთიანი ხელით გამოხელელეთ კაკლის ზომის ბურთები, დააწყვეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და 20-30 წუთით შედეთ საყინულეში.
  5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომის ბურთულები ხელით ოდნავ გააბრტყელეთ და დააწყვეთ ფორმაზე (დაიცავით მანძილი).
  6. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!