ხალხური რეცეპტი სწრაფად მოგიხსნით ხველას და დაგიმშვიდებთ სასუნთქ სისტემას

შემოგთავაზებთ ხველის საწინააღმდეგო უძლიერესი სამკურნალო სასმელის რეცეპტს. ცხელი სასმელი შედგება მარტივი ინგრედიენტებისგან, რომლებიც ხშირად გვხვდება გაციების საწინააღმდეგო ხალხურ რეცეპტებში.

უებარი კოქტეილის მიღებისთანავე ხველა იკლებს, გეხსნებათ სპაზმები, სუნთქვა გიადვილდებათ და შეძლებთ მშვიდად დაძინებას.

ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული მზისფერი კოქტეილი აძლიერებს იმუნიტეტს, გმატებთ ენერგიას და მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ბანანის არომატით გაჯერებული გემრიელი გოგლიმოგლი ძალიან მოსწონთ ბავშვებს და ჭირვეულობის გარეშე სვამენ. სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტებით დატვირთული კოქტეილით შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ საუზმე.

ხველის საწინააღმდეგო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 150 მლ
  • კარაქი 1 ჩ. კ.
  • დარიჩინი ნახევარი ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • კურკუმა ნახევარი ჩ. კ.
  • დაფქული ჯანჯაფილი მეოთხედი ჩ. კ.
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • ბანანი 1 ცალი

მომზადების წესი:

  1. რძე გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ, დაამატეთ კარაქი და სანელებლები: დარიჩინი, ჯანჯაფილი, კურკუმა და ურევთ კარაქის გადნობამდე.
  2. დაჭრილ ბანანს დაამატეთ კვერცხის გული და დააბლენდერეთ.
  3. დაასხით მომზადებული რძიანი ნარევი და დააბლენდერეთ.
  4. ბოლოს დაამატეთ თაფლი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. უძლიერესი სამკურნალო სასმელი მზად არის.
  5. დალიეთ მომზადებისთანავე.

თუ ლაქტოზის მონელების პრობლემა გაქვთ, გამოიყენეთ  მცენარეული რძე. თუ რომელიმე სანელებლის  არომატი არ მოგწონთ არ დაამატოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!