დარიჩინის ზეთი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. ბუნებრივი პროდუქტი აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, მეხსიერებას, ებრძვის ბაქტერიებს, არეგულირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
მეცნიერული კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ დარიჩინი და დარიჩინის ზეთი წონაში კლების ეფექტური საშუალებებია. მათ შემადგენლობაში შედის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმების წვას, განსაკუთრებით მუცლის არეში.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის საშუალებით სახლის პირობებში შეძლებთ დარიჩინის ზეთის მომზადებას.
დარიჩინის ზეთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ცეილონის დარიჩინის 10 ჩხირი
- ზეითუნის ზეთი 250-300 მლ
მომზადების წესი:
- დარიჩინის ჩხირები დატეხეთ და ჩაყარეთ მინის ქილაში, დაასხით ზეითუნის ზეთი. ჩხირები დაფარეთ ზეთით. ქილას დაახურეთ ხუფი და დადეთ მშრალ, გრილ, ბნელ ადგილზე (მოარიდეთ მზის სხივებსა და სინათლეს). გააჩერეთ 3 კვირა. ქილა პერიოდულად შეანჯღრიეთ ხოლმე.
- დღიური ნორმაა 1-2 ჩ. კ. სამკურნალო ზეთის რამდენიმე წვეთი, დაახლოებით, მეოთხედი ჩაის კოვზი გახსენით წყალში და დალიეთ. დაამატეთ სალათებს, სმუზებს, ფაფებს, სოუსებს და სხვა კერძებს.
დარიჩინის ზეთის გამოყენება არ შეუძლიათ მაღალი წნევის მქონე ადამიანებს.
ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი შეგიძლიათ გარეგანი გზით გამოიყენოთ სახსრების ტკივილის დაასამებლად.
გისურვებთ ჯანმრთელობას!