ხელმისაწვდომი ნიღაბი აქერცლავს მკვდარ უჯრედებს, გამოკვებავს კანს და გააქრობს შავ წერტილებს

1479

ჩვენი კანი ყოველდღიურად განიცდის ატმოსფეროს მავნე ზეგგავლენას, კონტაქტი გვაქვს ბევრ სხვადასხვა ნივთთან, რომლებიც ზოგჯერ უარყოფითად მოქმედებს ჩვენს კანზე. შედეგად კი წარმოიქმნება შავი წერტილები, სიწითლე, სხვადასხვა სახის გაღიზიანება და ა. შ.

სტატიაში შემოგთავაზებთ ნიღაბის რეცეპტს, რომლის დახმარებითაც გაიწმენდთ კანს, მოიშორებთ ანთებას, აკნეს, მკვდარ უჯრედებს, გაიუმჯობესებთ კანის ტონუს, დაირბილებთ და დაიტენიანებთ მას.

ნიღაბი ბუნებრივი ალტერნატიული საშუალებაა მათთვის, ვისაც პრობლემური კანი აქვს. ის მოქმედებს სწრაფად და ეფექტურად. პირველი გამოყენებისთანავე საუკეთესო შედეგს მიიღებთ.

ნიღაბის ძირითადი ინგრედიენტი არის კვერცხი. ცილის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ საფუძვლიანად გაიწმინდოთ კანი, ხოლო კვერცხის გული კვებავს და ატენიანებს მას.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 2 კვერცხი
  • ქაღალდის ხელსახოცი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. კვერცხის გული და ცილა გამოყავით. ცილა ოდნავ ათქვიფეთ და შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე (მოერიდეთ თვალების გარშემო ადგილებს).
  2. შემდეგ მჭიდროდ დაიფინეთ ხელსახოცი (წინასწარ გამოჭერით თვალებისა და პირის ადგილები). ზემოდან კვლავ გადაისვით ცილა და გაიჩერეთ 20-30 წუთი, გაშრობამდე.
  3. როდესაც ხელსახოცი გამაგრდება, ნიღაბი მოიშორეთ და სახე თბილი წყლით დაიბანეთ.
  4. შემდეგ ათქვიფეთ კვერცხის გული და შეიზილეთ სახის კანზე (მოერიდეთ თვალების ირგვლივ ადგილებს).
  5. ამ გზით უზრუნველყოფთ კანის დარბილებასა და დატენიანებას. სამოქმედოდ დაიყოვნეთ 10 წუთი, შემდეგ სახე თბილი წყლით დაიბანეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!