შემოგთავაზებთ იტალიური ლიქიორის რეცეპტს. ზღაპრულად გემრიელი და საოცრად არომატული ლიმონჩელო უმარტივესი მოსამზადებელია.
საჭირო ინგრედიენტები:
- ლიმონი (დიდი) 3 ცალი
- არაყი 500 მლ
- შაქარი 100-150 გრ (განსაზღვრეთ თქვენი გემოვნების მიხედვით)
- წყალი 1 ლ
მომზადების წესი:
- ლიმონი გარეცხეთ და ბასრი დანით აიღეთ მხოლოდ ყვითელი ფენა ან გახეხეთ სახეხზე. ცალკე ჭურჭელში გამოწურეთ ლიმონის წვენი და გადადეთ გვერდზე.
- ლიმონის ცედრა ჩაყარეთ მინის ქილაში და დაასხით არაყი.
- ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი და აადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და შეურიეთ ლიმონის წვენი.
- სიროფი დაამატეთ არაყს. ქილას დაახურეთ ხუფი და შეანჯღრიეთ.
- ქილა დადეთ სიგრილეში და გააჩერეთ 24 საათი.
- მზა ლიქიორი გადაწურეთ და გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში.
მოამზადეთ საოცრად გემრიელი ლიმონჩელო და სასიამოვნოდ გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად!