9 წესი, რომლის წყალობით ორქიდეა მთელი წელი იყვავილებს

0
4600

ორქიდეა ყვავილების ბევრ მომვლელს უყვარს. ისინი ამ ლამაზი მცენარით სახლის მორთვის წინააღმდეგები არ არიან. თუმცა მცენარე სახლს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაამშვენებს, თუ მას განმეორებით ყვავილობას აიძულებთ. ეს მარტივი ამოცანა არაა და რიგი პირობების დაცვა სჭირდება, მათ შორის გარე ფაქტორების განსაზღვრა და სათანადო მოვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე არ აყვავილდება და ლამაზ ორქიდეაზე ოცნება უბრალოდ ოცნებად დარჩება.

რა უნდა გააკეთოთ, რომ ჯიუტი ორქიდეა მოდრიკოთ და ყვავილობა აიძულოთ? ამისთვის 9 კონკრეტული წესის დაცვა საკმარისია.

წესი 1: ასაკი ბევრს ნიშნავს

ჩვეულებრივ ორქიდეა ნახევარი წლიდან 3 წლამდე ასაკში ყვავილობს, რაც ყვავილის კონკრეტულ სახეობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, თუ ორქიდეა ყვავილობას არ ჩქარობს, მისი ასაკით დაინტერესდით. შესაძლოა, ძალიან ახალგაზდაა. ასაკის გამოთვლას აღმონაცენების რაოდენობით შეძლებთ. ზრდასრულ მცენარეს, რომელიც ყვავილობისთვის მზადაა, დაახლოებით 5-8 აღმონაცენი ექნება. ახალგაზრდას, ბუნებრივია უფრო ნაკლები ექნება. ადრეული ყვავილობა მცენარის დაღუპვას იწვევს, რადგან ახალგაზრდა ყვავილი ადრეული ყვავილობის შემდეგ ძალების აღდგენას ვერ ახერხებს.

წესი 2: ფესვებს ყურადღება მიაქციეთ

ორქიდეას ფესვები ფოტოსინთეზის პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებს, ამიტომ საჭირო რაოდენობის ბუნებრივი განათებით უნდა უზრუნველყოთ. ამის გაკეთება მარტივი იქნება, თუ ყვავილებს არა კლასიკური კერამიკის, არამედ თანამედროვე გამჭირვალე, პლასტმასის ქოთნებში დარგავთ. ამასთან სათანადო სადრენაჟო სისტემით უნდა უზრუნველყოთ. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ფესვებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე განვითარების საშუალებას მისცემს. აი, გოფრირებული კედლების ან ბასრი კუთხეების მქონე ქოთანმა შეიძლება ფესვები დააზიანოს. მათზე უარი თქვათ.

წესი 3: ქოთანი არ გადაადგილოთ

ორქიდეას ახირება – მცენარეს არ უყვარს, როცა მას ადგილს უცვლიან. განათების პირობის ნებისმიერი ცვლილება მისთვის საშინელ სტრესს წარმოადგენს, რომლის შემდეგ ზრდაზე საუბარი არც ღირს. აქედან მესამე წესიც: სჯობს ორქიდეას ქოთანი საერთოდ არ გადაადგილოთ. თუ მაინც ადგილის შეცვლას აპირებთ, განათების ძველი პირობები მაქსიმალურად უნდა შეუნარჩუნოთ. მორწყვის და ყვავილების გაჩენის დროს სჯობს ადგილი არ შეუცვალოთ.

წესი 4: ცოცხალი განათება – მის გარეშე როგორ

ორქიდეა სინათლის მიმართ მომთხოვნია. სასურველია, რომ მას მზის სინათლე მზის მიაწოდოთ და მთელი დღის განმავლობაში ორქიდეა ჩრდილში არ მოხვდეს. ბუნებრივია, ასეთი პირობების დაცვა რთულია. სწორედ ამიტომ, ფიტონათურა წინასწარ შეიძინეთ. სპეციალური ნათურა ორქიდეას ბევრ სინათლეს მიაწვდის, მაგრამ ამასთან ჰაერს არ გამოაშრობს და არ დააზიანებს.

ეს წესი განსაკუთრებით მაშინ გამოგადგებათ, როცა ორქიდეა ზამთარში ან შემოდგომაზე ყვავილობას იწყებს. ამ პერიოდში დღის სინათლე ხანმოკლეა და ბუნებრივი განათება მცენარეს არ ყოფნის. ასეთ დროს ფიტონათურის დახმარება შეუფასებელია. თუ მთელი მცენარის განათებას ვერ ახერხებთ, სინათლე ყვავილის ყუნწებს მაინც უნდა მიაწოდოთ.

წესი 5: სწორი მორწყვა აუცილებელია

ორქიდეას მორწყვა დელიკატური საქმეა. მცენარის ფესვები რომ არ დალპეს, მხოლოდ მაშინ უნდა მორწყათ, როცა ნიადაგი ბოლომდე გაშრება, რაც 10-12 დღიან ინტერვალს წარმოადგენს. ეს წესი ყველა ასაკის მცენარეს წლის ნებისმიერ დროს ეხება. მხოლოდ ერთი გამონაკლისი არსებობს – ყვავილობის პერიოდის დასრულების შემდეგ მორწყვა 1 თვით უნდა შეწყვიტოთ. ეს განპირობებულია იმით, რომ ბუნებრივ პირობებში, ყვავილობის შემდეგ ორქიდეას თესლი დედა ყვავილიდან რამდენიმე კმ-ში უნდა გავრცელდეს, რაც მხოლოდ მშრალ ამინდშია შესაძლებელი. თუ ბუნებრივთან მიახლოებულ პირობებს შეუქმნით და მორწყვას 1 თვით შეწყვეტთ, მცენარე უფრო ხშირად იყვავილებს და უფრო ჯანსაღი იქნება.

კიდევ ერთი წესი – ყვავილობის წინ და ყვავილობის პერიოდში სულ უფრო ხშირად მორწყეთ. შემდეგ უკვე ჩვეულ სქემას დაუბრუნდით.

წესი 6: ტემპერატურის ცვლილება დამღუპველია

ორქიდეა ტემპერატურის ძლიერ ცვლილებას ვერ იტანს და კარგად ყვავილობს მხოლოდ იმ პირობებში, როცა ღამის ტემპერატურა დღის ტემპერატურასთან მიმართებაში 4-6 გრადუსზე მეტად არ მცირდება. ასეთი პირობების მიღწევა ძალიან რთულია. თბილ ამინდებში, ანუ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, მცენარე შეგიძლიათ აივანზე გაიტანოთ, სადაც ტემპერატურის ბუნებრივ ცვლილებაზე ბუნება თავად იზრუნებს. აი, ცივ სეზონზე პრეტენზიული მცენარე გამათბობებლთან ახლოს დადგით.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შენობის განიავება, სადაც მცენარე იზრდება. არ გადააჭარბოთ, მცენარეს ორპირი ქარი არ უყვარს.

წესი 7: სასუქი სწორად შეარჩიეთ

სასუქი ორქიდეას განვითარებისა და მომავალი ყვავილობისთვის მნიშვნელოვანი პირობაა, ყვავილები უფრო ძლიერი და ბევრად უფრო ჯანმრთელი იქნება. აზოტზე დაფუძნებული სასუქის გამოყენება ორქიდეასთვის უსაფრთხო არაა, რადგან აზოტი ყვავილობის განვითარებას აფერხებს.

წესი 8: ჰაერის დატენიანების ნორმა დაიცავით

კიდევ ერთი წესი პრეტენზიული ორქიდეასთვის – ჰაერის დატენიანება. მცენარეს მშრალი ჰაერი არ უყვარს, რის გამოც შეიძლება განვითარება შეწყვიტოს.

ორქიდეასთვის ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 60% და მეტი უნდა იყოს. ამის მიღწევას წყლით ან სპრეის დახმარებით შეძლებთ. უკანასკნელი შესანიშნავი მეთოდია, როცა ქუჩაში თბილა, სახლში გამათბობელი ჩართულია და შენობაში ძალიან ცხელა.

წესი 9: სტრესი ყვავილობას ხელს უწყობს

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ყველა პირობა დაცული გაქვთ, მაგრამ მცენარე მაინც არ ყვავილობს, ამის მიზეზი შეიძლება ჭარბი კომფორტული ცხოვრების პირობები იყოს. ჭარბი კომფორტის გამო მცენარე ძალას მწვანე მასის გაზრდაში ხარჯავს. თუ ორქიდეას დროებით სტრესში დააბრუნებთ, მაგალითად, გრილ შენობაში გაიტანთ ან ნაკლებად მორწყავთ – ეს ყვავილობის სტიმულირებს ხელს შეუწყობს. მართალია, სჯობს ასეთი მეთოდი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოთ.

ორქიდეას დასვენების პერიოდი აქვს

დასვენების პერიოდი ყვავილობის შემდგომ იწყება და ამ დროს ძალებს მომავალი ყვავილობისთვის აგროვებს. საბედნიეროდ, ამ პერიოდში რაიმე განსაკუთრებული მოვლა მცენარეს არ სჭირდება. საკმარისია, ზემოთ მოცემული 9 წესი დაიცვათ, რომ ყვავილი ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს. ამ პერიოდში სასუქის რაოდენობა და მიწოდების სიხშირე უნდა შეამციროთ, რადგან მცენარე ისვენებს.

დასვენების პერიოდი მცენარის გადასარგავად საუკეთესო დროა. ორქიდეა დროებით არ ყვავილობს, ამიტომ მშვიდად შეგიძლიათ გადაიტანოთ, თუ ფესვები სადრენაჟო სისტემაში გაიზარდა ან თუ ნიადაგი მორწყვის შემდეგ სწრაფად შრება. ჩვეულებრივ გადარგვა 2-3 წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად აუცილებლობის მიხედვით ხდება.

რომელი ორქიდეა შეგიძლიათ მოჭრათ?

ლამაზი თაიგულის შესადგენად, რომელიც ერთ საათით კი არა, რამდენიმე კვირა გაძლებს, მხოლოდ ციმბიდიუმი, ფალენოპსისი და პაფიოპედილუმი უნდა გამოიყენოთ. სხვა სახეობის ორქიდეა სწრაფად ჭკნება, შემდეგ კი გადანაჭერი ადგილი სრულად უსარგებლო ხდება. თუ ორქიდეას სახეობებში ცუდად ერკვევით, მცენარე ძველი გადანაჭერით შეარჩიეთ, ყურადღება მის ფოთლებსა და ფურცლებს მიაქციეთ – თუ ის უხეში და მბზინვარეა, თითქოს ცვილით არის დაფარული, ასეთი ყვავილი გადაჭრის შემდეგ დიდხანს გაძლებს.

ორქიდეას თაიგული – შეგვიძლია თუ არა მათ სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ?

თუ ამ დრომდე მხოლოდ „შინაურული“ ორქიდეა განიხილებოდა, ანუ ქოთანში გაზრდილი, დრო მოვიდა ორქიდეას თაიგულზეც ვისაუბროთ. რომელიც ვიღაცამ გაჩუქათ.

რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინებით მათ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ:

  • გამდინარე წყალში ღეროები დიაგონალურად გადაჭერით და ყოველ 2-3 დღეში იგივე გაიმეორეთ.
  • გადაჭრილი ორქიდეა მხოლოდ ანადუღარ ან გაფილტრულ წყალში ჩადგით, პერიოდულად წყალი შეუცვალეთ ან ახალი ჩაუმატეთ.
  • მცენარე ტემპერატურის სწრაფი ცვლილების, სინათლის დეფიციტის, ჭარბი მზის სხივების და ორპირი ქარისგან დაიცავით – ამ მხრივ ორქიდეას „თაიგული“ „ქოთნისგან“ დიდად არ განსხვავდება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here