ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული კურკუმა სამკურნალო სანელებელია. მის შემადგენლობაში შედის ნივთიერება კურკუმინი, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია. კურკიმინი დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და კურნავს მრავალ დაავადებას.
კურკუმას შემადგენლობაში შედის 20 ანტიბიოტიკური ნაერთი, რომლებიც გაჯერებულია კიბოს, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
კურკუმა შედის არაერთი ხელნაკეთი ნიღბის შემადგენლობაში, რომლებიც საოცრებებს ახდენს თქვენს კანისთვის.
შემოგთავაზებთ იმ დაავადებათა არასრულ ჩამონათვალს, რომელთა წინააღმდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ კურკუმა:
- ართრიტი.
- თავის ტკივილი.
- ფსორიაზი.
- დიაბეტი
- ალერგია
- დეპრესია
- გაციება
- აძლიერებს იმუნიტეტს.
- ორგანიზმს ეხმარება ნივთიერებათა ცვლის პროცესის რეგულაციაში.
- აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
- კანის დაავადებები და ჭრილობები.
- წმენდს სისხლს
- აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას
- წმენდს ორგანიზმს
სამკურნალო სანელებლის ფესვურა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი, ისე გამომშრალი.
შემოგთავაზებთ კურკუმას ბაზაზე მომზადებული სამკურნალო ჩაის რეცეპტს, რომელიც 10-ჯერ ზრდის კურკუმინის ეფექტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კურკუმას ფესვურას ფხვნილი ნახევარი ჩ. კ.
- ქოქოსის რძე ნახევარი ჩ. ჭ.
- წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
- ქოქოსის ზეთი 1 ს. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და მიღების წესები:
წყალი აადუღეთ, დაამატეთ კურკუმა და ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ ქოქოსის რძე ქოქოსის ზეთი, თაფლი.
ფინჯანი სამკურნალო ჩაი დალიეთ ყოველ დილას. შეგიძლიათ დალიოთ რეგულარულად. შიგადაშიგ დაისვენეთ ხოლმე.
თუ კუჭის პრობლემები გაქვთ, მოერიდეთ კურკუმას დანამატების მიღებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!