სტატიაში შემოგთავაზებთ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ კაკლის უღელის გამოყენების რამდენიმე მეთოდს:
1. კაკლის უღელი იოდის დეფიციტის შესავსებად საუკეთესო საშუალება.
იოდის ნაკლებობა იწვევს საერთო სისუსტეს, ხელების კანკალს, გულმავიწყობას, მაღალ არტერიულ წნევას. იოდის დეფიციტი აღენიშნებათ ხანდაზმულებს, ორსულებს, მეძუძურ დედებს და ადამიანებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან.
აიღეთ ნახევარი ჭიქა კაკლის უღელი, დაასხით 2 ჩ. ჭ. ცივი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი. ნახარში გააციეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი ყლუპი დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
კაკლის უღელის ნახარშის წყალობით შეივსებთ იოდის დეფიციტს, გაიუმჯობესებთ განწყობას, მოიწესრიგებთ ნივთიერებათა ცვლას.
2. კაკლის უღელი კონიუქტივიტის წინააღმდეგ
კაკლის უღელი დაფქვით ყავის საფქვავში. აიღეთ მიღებული ფხვნილის ნახევარი ჩ. ჭ. დაასხით 1,5 ჩ. ჭ. ცივი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 20 წუთი და გადაწურეთ მარლის საშუალებით. მომზადებული ნახარშით გააჯერეთ ბამბის საფენები და დაიფინეთ ქუთუთოებზე.
კაკლის უღელისა და სპირტის ნაყენი კურნავს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა, ფარისებრი ჯირკვლების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სახსრების, ჰიპერტენზიას.
ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნახევარლიტრიანი მუქი ბოთლი. ბოთლის 1/3 ნაწილი გაავსეთ კაკლის უღელით და დაასხით არაყი, დააყოვნეთ 2-3 კვირით, გადაწურეთ და მომზადებული ნაყენის 1 ს. კ. მიიღეთ ჭამამდე.
3. შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ
2 ს. კ. კაკლის უღელს დაასხით არაყი და გააჩერეთ 1 კვირით. მომზადებული ნაყენის 5-6 წვეთი დაამატეთ 2 ს. კ. წყალს და მიიღეთ ყოველდღიურად. მკურნალობის ხანგრძლივობა სამი კვირიდან სამ თვემდე. აუცილებლად გაიკონტროლეთ სისლში შაქრის დონე.
4. სახსრების ტკივილის დროს საუკეთესო მკურნალია კაკლის უღელის ნაყენი.
ზემოთ მითითებული წესის მიხედვით მომზადებული ნაყენი შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე.
კაკლის უღელის ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ კუჭის აშლილობის, თავის ტკივილის, ნერვიული აშლილობისა და უძილობის დროს.
გამოიყენეთ ბუნებრივი უძლიერესი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.