შემოგთავაზებთ ბუნებრივი, ბიუჯეტური და უსაფრთხო ინგრედიენტებით მომზადებული ნიღბის რეცეპტს, რომელსაც მრავალი სარგებელი მოაქვს კანისთვის.
სოდისა და ვაშლის ძმრის საფუძველზე მომზადებული ნიღაბი წმენდს კანს, აღიავებს ლაქებს, ათანაბრებს ტონს, მატებს ტონუსს და კანს ანიჭებს სიგლუვეს.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სოდა 1 ჩ. კ.
- ვაშლის ძმარი მეოთხედი ჩ. კ.
- თაფლი
- ლიმონის წვენი ნახევარი ჩ. კ.
- გაწმენდილი წყალი (გადადუღებული ან გაყინული წყალი) 25 მლ
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, მოამზადეთ ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევი.
- ცალკე ჭურჭელში ჩაყარეთ სოდა, შეურიეთ ვაშლის ძმრისა და წყლის ნარევის 1 ჩ. კ. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მოხმარების წესი:
- სახე დაიბანეთ კარგად და გაიმშრალეთ რბილი ქსოვილით. მომზადებული მასა თანაბრად გაინაწილეთ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 5-10 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით.
- მოცემული ნიღაბი წელიწადის ცივ სეზონზე გაიკეთეთ 10-14 დღეში ერთხელ, ხოლო თბილ სეზონზე_ 5-7 დღეში ერთხელ. ნიღაბი გაიკეთეთ საღამოს, ძილის წინ.
- ნიღბის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი საცხი ან ქოქოსის ზეთი, ან ატმის კურკის ზეთი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, თქვენს კანს დაუბრუნდება ბუნებრივი ჯანსაღი ბზინვარება.