საკვები სოდა ეს უნივერსალური საშუალებაა, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ როგორც კულინარიული, აგრეთვე კოსმეტოლოგიური ხაზით. სოდა უძლიერესი ნატურალური სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. გამოიყენეთ ეს ბუნებრივი პროდუქტი და თავიდან აიცილეთ მავნე ქიმიკატების გამოყენების შედეგად მიღებული ნეგატიური შედეგები.
სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას თუ როგორ გამოვიყენოთ საკვები სოდა სხვადსხვა პრობლემათა გადასაჭრელად.
გულძმარვისა და კუჭის პრობლემების დროს
ნატრიუმის ბიკარბონატი უძლიერესი ანტაციდია, ამიტომ თუ დალევთ 2 ჩ. კ. სოდისა და 1 ჩ. ჭ. წყალის ნარევს, დაუყონებლივ მოგეხსნებათ გულძმარვა და კუჭის პრობლემები.
სოდა ფეხების სამკურნალოდ
ჩაყავით ფეხები 3 ს. კ. სოდისა და თბილი წყლის ნარვში. ეფექტის გასაუმჯობესებლად გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ და მალე გასაოცარ შედეგს მიიღებთ. შეგიძლიათ სოდა დაამატოთ აბაზანას და უზრუნველყოთ მთელი სხეულის დაასვენენება და გააქტიურება.
სოდა ჭარბოფლიანობის წინააღმდეგ
შეგიძლიათ გამოიყენოთ წყლისა და სოდის ნარევი, რომელიც შეაფერხებს ჭარბოფლიანობას და გაგათავისუფლებთ უსიამოვნო სუნისგან. ის უზრუნველყოფს იღლიების სიმშრალეს და აქვს ისეთივე ეფექტი როგორც ქიმიურ დეოდორანტებს.
სოდა თმის მოვლის საშუალება
დაამატეთ ცოტა სოდა თქვენს შამპუნს და გაზარდეთ მისი გამწმენდი თვისებები და მიანიჭეთ მას მბზინვარება. თუ თქვენ ცხიმიანი თმა გაქვთ, სავარცხელი ჩაყავით სოდიანი წყლის ნარევში, დაივარცხნეთ თმა და შემდეგ დაიბანეთ.
გარუჯვის შედეგად მიღებული დამწვრობისას
მიიღეთ ნახევარი ჩ. ჭ. სოდით გაჯერებული თბილი აბაზანა. პროცედურის ხანგრძლივობა 30 წუთი. ეფექტის გასაუმჯობესებლად სხეული პირსახოცით არ შეიმშრალოთ.
ფუტკრის ნაკბენებისგან
სოდიანი წყალი ეფექტურად გამოიყენება ფუტკრის ნაკბენისგან თავის დასაცავად, რადაგან სოდის ტუტე თვისებები ეწინააღმდეგება ფორმჟავას. დაზიანებულ ადგილზე დაიფინეთ სოდისა და წყლის ნარევში გაჯერებული საფენი.
სოდა უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, გამოიყენეთ ეს იაფი პროდუქტი და დარწმუნდით მის ეფექტურობაში.