შემოგთავაზებთ ბანანისა და თაფლის ბაზაზე მომზადებული ხველის საწინააღმდეგო სიროფის რეცეპტს. სიროფი დაგიამებთ ყელის ტკივილს, მოგიხსნით ხველას, ბრონქიტს, დაგეხმარებათ რესპირატორული დაავადებებისა და კუჭის პრობლემების მოგვარებაში.
სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თაფლი 2 ჩ. კ.
- მწიფე ბანანი 2 ცალი
- წყალი 400 მლ
მომზადებისა და მიღების წესები:
- პირველ რიგში, აადუღეთ წყალი.
- ბანანი გაფცქვენით და დაჭყლიტეთ ჩანგლით, გადაიტანეთ პატარა ქვაბში, დაასხით მდუღარე, მოურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. ადუღეთ 30 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ. ბოლოს შეურიეთ თაფლი და ხველის საწინააღმდეგო სიროფი მზად არის.
- სამკურნალო სიროფის 100-100 მლ მიიღეთ დღეში 4-ჯერ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!