ტვინი საჭიროებს სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას და ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას.
შემოგთავაზებთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომელთა საშუალებით გააუმჯობესებთ ტვინის ფუნქციონირებას და შეაფერხებთ ტვინის დაბერების პროცესს.
1. კურკუმა
დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ეს საოცარი სანელებელი. გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ კურკუმა გვიცავს ალცჰაიმერის დაავადებისგან. კურკუმას შემადგენლობაში შედის კურკუმინი, რომელიც გვიცავს თავის ტვინის ანთებისგან, ასტიმულირებს ნერვულ იმპულსებს და აუმჯობესებს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებსაც კი.
2. მწვანე ჩაი
ჩაი საკმაოდ პოპოლარული სასმელია. ჩაის უამრავი ჯიში არსებობს, მათგან ყველაზე სასრგებლოა მწვანე ჩაი. მწვანე ჩაი გაჯერებულია უძლიერესი ანტიოქსიდანტებით, პოლიფენოლით. თუ ამ არომატულ სასმელს რეგულარულად მიიღებთ, შეძლებთ კონცენტრაციის უნარისა და მეხსიერების გაუმჯობესებას.
3. მწარე შოკოლადი
რეკომენდებულია დღეში 20-30 გრ მწარე შოკოლადის მიღება. უშაქრო მწარე შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მისი ფლავონიდები ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს კონცენტრაციასა და მეხსიერებას.
გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ შავი შოკოლადი აუმჯობესებს სისხლის ნაკადს და ასუფთავებს სისხლძარღვებს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჟანგბადის მიწოდებას თავის ტვინში და შესაბამისად აუმჯობესებს ტვინის მუშაობასა და ფუნქციებს.
4. გოგრის თესლი
გოგრის თესლის შემადგენლობაში შედის მინერალი თუთია, რომელიც აუცილებელია ნეირონების კავშირის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, გოგრის თესლი მდიდარია მაგნიუმით.
5. ბროკოლი
ბროკოლი K ვიტამინის ბუნებრივი წყაროა. ეს კომპონენტი პასუხისმგებელია ჩვენი შემეცნებითი ფუნქციის გაუმჯობესებაზე და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაზე.
6. სალბი
დალიეთ სალბის ჩაი. დაამატეთ სალბი სალათებს. მოცემული მცენარის ეთერზეთები აუმჯობესებს ჩვენს მეხსიერებას, კონცენტრაციას და განწყობას.
7. თხილეული
ექიმებისა და დიეტოლოგების რჩევით რეკომენდებულია დღეში 3-5 ნიგვზის შეჭმა. ნიგოზი ხელს უშლის E ვიტამინითა და ომეგა-3-ის დეფიციტით გამოწვეულ კოგნიტური ფუნქციის დარღვევას.