შემოგთავაზებთ მოსამზადებლად უმარტივესი და უგემრიელესი ხელნაკეთი შოკოლადის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კაკაო 5 ს. კ.
- შაქარი 2 ს. კ.
- კარაქი 50 გრ
- რძე ნახევარი ჭიქა
მომზადების წესი:
- რძე გააცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ.
- ცალკე თასში აურიეთ კაკაო, შაქარი და ნაწილ-ნაწილ დაასხით ცხელი რძე, თან ურევთ განუწყვეტლივ.
- შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი და ადუღეთ მხოლოდ 2 წუთი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი გლუვი მასა. ცხელი შოკოლადი ჩაასხით ფორმებში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყინულის კუბების ფორმები. ცოტა ხანს გააჩერეთ და გაგრილების შემდეგ რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.
- გემრიელად მიირთვით საკუთარი ხელით მომზადებული საოცარი შოკოლადი.
- შეგიძლიათ შოკოლადის კუბებში, ცხელში, ჩადოთ თითო-თითო თხილი ან ნიგოზი, ან ნუში. უგემრიელესია თუ დაამატებთ ცოტა ქოქოსის ფანტელს. შეგიძლიათ შეურიოთ ცოტა კონიაკი ან რომი.
გემრიელად მიირთვით!