მუქი ლაქები, წრეები და ნაოჭები თვალსა და ხელს შუა შემცირდება. მარტივი და ხელმისაწვდომი საშინაო რეცეპტი

ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ, საოცრებებს ახდენს კანისთვის და შეესაბამება ყველა ტიპის კანს. ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებულ ნიღაბს არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.

ამ ნიღბის გამოყენება ჩაანაცვლებს ყველა კოსმეტიკურ პროცედურას. ნიღაბი წმენდს კანს მკვდარი უჯრედებისგან,  ატენიანებს, ამკვრივებს, ამცირებს ნაოჭებს. ლიმონის, ჩაის ხის ეთერზეთისა და სოდის კომბინაცია ებრძვის აკნეს, შავ წერტილებს, აშორებს აკნეს ნაწიბურებს.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სოდა 2 ს. კ.
  • ჩაის ხის ეთერზეთი 4 წვეთი
  • ნახევარი ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

სოდას დაამატეთ ჩაის ხის ეთერზეთი და აურიეთ. შემდეგ თანდათან შეურიეთ ლიმონის წვენი. უნდა მიიღოთ პასტისებური მასა.

თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შეამცირეთ ლიმონის წვენის რაოდენობა. აიღეთ 1 წილი ლიმონის წვენი და 1 წილი ვარდის წყალი.

დაიბანეთ სახე. მომზადებული მასა დაიტანეთ კანზე და 2-3 წუთის განმავლობაში შეიზილეთ მსუბუქი წრიული მოძრაობებით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 5 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ ცივი წყლით.