ორქიდეა – მცენარე, რომელიც ბუნებაში ტროპიკულ განედში იზრდება და, შესაბამისად, განსაკუთრებული სტრუქტურის გამო განსაკუთრებულ ზრუნავს მოითხოვს.
ჰაეროვანი ფესვების ქონა ორქიდეასთვის ნორმალურია. ბუნებრივ პირობებში მას საერთოდ მიწის გარეშე ცხოვრება შეუძლია, მკვებავ ნივთიერებებს ჰაერიდან და ხის ქერქიდან იღებს.
ორქიდეას ფესვების პირველის ფუნქცია – ზრდისთვის აუცილებელი ნივთიერებებით მცენარის უზრუნველყოფა. მეორე ფუნქცია – სუბსტრატში ან ხეზე ფიქსაცია.
ყვავილის ფესვებს მწვანე ფერი აქვთ. ისიც კი, რომელიც მიწაშია, მწვანე შეფერილობისაა. ფესვები ქლოროფილით სავსეა და აქტივაციისთვის მზის სინათლე სჭირდება. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია ორქიდეა გამჭირვალე დიდ ქოთანში დარგოთ.
ორქიდეას ჰაეროვანი ფესვები
ყავისფერი, ფერფლისფერი, ნაცრისფერი შეფერილობის მუქი ფესვები მცენარის დაავადებებზე საუბრობს. თუ მცენარეს ასეთი ფესვები ნაწილობრივ აქვს, სჯობს მოჭრათ, რომ დაავადება არ გავრცელდეს.
ფესვები, რომლებიც მიწის ზემოთ იზრდება, ჩვეულებრივ არ მუქდება. მათ ჰაეროვან ფესვებს უწოდებენ. თუ ფესვები ცოცხალია, მათი მოჭრა არ შეიძლება. მდგომარეობის შესამოწმებლად ორქიდეა გამდინარე წყალში მოათავსეთ. ცოცხალი, ჰაეროვანი ფესვები უფრო ნათელი, უფრო მკვრივი და გლუვი გახდება.
მოძველებულ ფესვებს უკვე ვეღარ შეცვლით, ამიტომ ის უნდა მოჭრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ფესვები მცენარის ჭკნობის მიზეზი გახდება და ახალი ფესვების სისტემის წარმოქმნას ხელს შეუშლის.
კატეგორიულად აკრძალულია ჰაეროვანი ფესვების მოჭრა, თუ ორქიდეა ყვავილობს. მცენარემ შეიძლება სტრესი განიცადოს და ყვავილობა შეწყვიტოს.
არსებობს შემთხვევები, როცა მიწის ზედმეტად ბევრი ფესვი ამოდის, ეს კარგი ნიშანი არაა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
ფესვების გაფუჭების მიზეზები
- გამოშრობა. როცა ორქიდეას ძალიან იშვიათად რწყავთ, ის ჰაეროვან ფესვებს თავდაცვისთვის იყენებს. ზემოთ ამოწვერილ ფესვებს ჰაერიდან წყალთან წვდომის შესაძლებლობა აქვს.
- დაობება. პრეტენზიულ ორქიდეას არ უყვარს როგორც მშრალი გარემო, ასევე ჭარბი ტენი. ბუნებრივ პირობებში ის თავად არეგულირებს, თუ ტროპიკული ჰაერიდან რამდენი ტენი აიღოს. ჩვენს რეგიონში, ყვავილი ქოთნებში იზრდება. თუ ფესვებს წყალს დაასხამთ, ის დაობდება. ჭარბი ტენის, სინათლის დეფიციტის და ჰაერის დაბალი ტემპერატურის პირობებში ფესვები მიწის ზემოთ ამოდის.
- გახევება. თუ ორქიდეას ძალიან ბევრი ჰაეროვანი ფესვი აქვს და ამასთან მკვრივი ხის სტრუქტურა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ შიდა ფესვები უკვე გახევდა, მცენარე დაბერდა.
როგორ მოვჭრათ დაზიანებული ფესვები
1. ინსტრუმენტები მოამზადეთ: ბასრი დანა ან ბაღის სასხლავი. ინსტრუმენტები სპირტით დაამუშავეთ, რომ ინფექცია არ გაავრცელოთ.
2. მცენარე ქოთნიდან ფრთხილად ამოიღეთ. მიწა ჩამოფერთხეთ. ფესვების სისტემა დაათვალიერეთ. დაზიანებული ან მკვდარი ფესვები მოაჭერით. ჰაეროვანი და შიდა ფესვები უნდა მოაჭრათ. მოჭრის დროს 1 სმ-მდე ჯანსაღი ფესვიც გადაჭერით.
3. გადანაჭერი ადგილი მარგანცოვკის, ფუნგიციდის, დაქუცმაცებული ნახშირის ან აქტივირებული ნახშირის ხსნარით დაამუშავეთ. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ ფესვები ვიტამინების ხსნარში 15 წუთით გააჩეროთ, რომ გამოკვებოთ. ამისთვის 1 ამპულა B, B1 და B12 ვიტამინები აურიეთ.
ფესვების გადაჭრის შემდეგ ორქიდეა ახალ მიწაში გადარგეთ.