შემოგთავაზებთ ყველის, სოკოს, ხორცის, პარკი ლობიოს ფენებისა და კეფირის ცომის კომბინაციით მომზადებული უგემრიელესი და საოცრად არომატული ღვეზელის რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 3 ცალი
- კეფირი 1 ჩ. ჭ.
- მარილი 1 ჩ. კ.
- სოდა 1 ჩ. კ. ან 2 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ქამა სოკო (დაკონსერვებული, დაჭრილი) 300 გრ
- გახეხილი ყველი 300 გრ
- ბრინჯი 1 ჩაის ჭიქამდე
- ფარში (საქონლის ან ღორის) 300 გრ
- ხახვი 1 თავი
- ზეთი 2-3 ს. კ.
- პარკი ლობიო (გაყინული) 300 გრ (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მწვანე ბარდით)
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, მოამზადეთ ცომი.
- საცხობი ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი (აუცილებლად ამოიტანეთ გვერდებზე).
- მოხარშეთ ბრინჯი მარილწყალში ისე, რომ დარჩეს ფანტია.
- წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ზეთში, დაამატეთ გატარებული ხორცი, დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე. მზა ხორცი შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით.
- პირველ ფენად მოაწყვეთ სოკო. შემდეგ_ გახეხილი ყველი, ბრინჯი, ფარში, პარკი ლობიო (უმი) და დაფარეთ მომზადებული ცომით.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40 წუთი. მომზადებისთანავე არ გამოიღოთ ღუმელიდან, დატოვეთ კიდევ 10 წუთი.
საცხობ ფორმას დაადეთ შესაბამის ფორმის ლანგარი და ამოაბრუნეთ. გემრიელად მიირთვით!