როგორ დავირბილოთ ქუსლების კანი და გავიქროთ ბზარები სახლის პირობებში

ადამიანის ორგანიზმის მთავარი და მამოძრავებელი ნაწილია ფეხები, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ ჯანმრთელობას. ძალიან ხშირად ფეხსაცმელები, სინთეტიკური წინდა, სააბაზანო ოთხი, აუზი და სხვა გარემო ფაქტორები მიზეზი ხდება  ფეხებზე კოჟრებისა და სოკოვანი ინფექციების გაჩენისა. .

სტატიაში შემოგთავაზებთ კოჟრებისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალების რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. რცეპტის შემადგენლობაში შემავალი პროდუქტები კი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ამ საოცარი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 2 იგრედიენტი:

  • ასპირინი (10 აბი)
  • ლიმონის წვენი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ასპირინი დაფხვენით, დაამატეთ ლიმონის წვენი და კარგად აურეიეთ.
  2. სოკოსა და კოჟრების საწინააღმდეგო საშულების გამოყენებამდე ფეხები დაიბანეთ და კარგად შეიმშრალეთ. მომზადებული მასის მცირე რაოდენობა შეიზილეთ და ეფექტური შედეგის მისაღებად დააყოვნეთ 30 წუთი. პროცედურის შემდეგ ფეხები თბილ წყალში ჩაალბეთ. აიღეთ პემზის ქვა და მკვდარი კანის მოსაშორებლად ტერფები წრიული მოძრაობებით გაიხეხეთ, ბოლოს კი თბილი წყალი გადაივლეთ და კარგად შეიმშრალეთ.
  3. რეკომენდებულია ჩატარებული პროცედურის შემდეგ ფეხებზე შეიზილოთ დამატენიანებელი მალამო.
  4. არ დაგავიწყდეთ და ყოველ საღამოს დაიტენიანეთ ფეხები.
  5. შემოთავაზებული საშუალება გამოიყენეთ კვირაში 3-4-ჯერ და შედეგი ისიამოვნეთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გათავისუფლდით კოჟრებისგან, სოკოვანი ინფექციებისგან და იმოძრავეთ ლაღად.