შემოგთავაზებთ კომბოსტოს ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერი კერძის გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კომბოსტო 500 გრ
- სტაფილო (საშუალო) 1 ცალი
- მარილი ნახევარ ჩაის კოვზზე ცოტა მეტი
- შაქარი 1 ჩ. კ.
- ძმარი 9%-იანი 3 ს. კ.
მომზადების წესი:
- კომბოსტო გახეხეთ, ჩაყარეთ ქვაბში და მოაყარეთ მარილი.
- შემდეგ დაამატეთ ძმარი და აურიეთ. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და კომბოსტო გააცხელეთ (არ აადუღოთ) წვენის გამოყოფამდე (არ მოთუშოთ).
- ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ გახეხილი სტაფილო, შაქარი და აურიეთ. თუ თქვენთვის მარილი აკლია დაამატეთ.
- მომზადებული მასა გააგრილეთ და 1 საათით შედეთ მაცივარში.
შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან, გადაიტანეთ საწურზე, გაწურეთ, დაამატეთ 4 ს. კ. ზეთი, კარგად აურიეთ და კომბოსტოს სალათი მზად არის.
გემრიელად მიირთვით!