კუნთების კრუნჩხვები გაწუხებთ? გასწავლით, როგორ მოიტოვოთ წარსულში მტკივნეული შეგრძნებები

2289

კუნთების კრუნჩხვები და სპაზმები – თუ თქვენთვის ეს პრობლემა ნაცნობია, კარგად გეცოდინებათ, თუ რამდენად დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული ის. არსებობს კრუჩხვების გამომწვევი არაერთი მიზეზი, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი – კუნთების ზედმეტად დატვირთვა და ზოგიერთი მინერალის დეფიციტია.

საშინელი ტკივილი თავიდან რომ არიდიოთ და კუნთების კრუჩხვებმა აღარ შეგაწუხოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რჩევები და რეკომენდაციები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ.

როგორ ავირიდოთ თავიდან სპაზმები?

როდესაც საუბარი კუნთების სიძლიერეზე და ჯანმრთელობაზე მიდის, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მაგნიუმი.

გაამდიდრეთ კვების რაციონი მაგნიუმის შემცველი პროდუქტებით, რათა ხანმოკლე დროში სპაზმები თქვენთვის სრულიად უცხო გახდეს. გარდა საკვებისა, მაგნიუმი შეგიძლიათ მიიღოთ დანამატების სახით.

მაგნიუმით მდიდარი პროდუქტებია:

  • მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული
  • კაკაო
  • ხილის ჩირები
  • ბარდა
  • ავოკადო
  • ბრინჯი
  • ბანანი

აუცილებლად დაამატეთ ყოველდღიურ რაციონში ეს პროდუქტები, თუ ხშირად გაწუხებთ კრუნჩხვები. პირობას გაძლევთ, მდგომარეობის გაუმჯობესებას სწრაფადვე შენიშნავთ.

კალიუმი

კალიუმი კიდევ ერთი მინერალია, რომელიც აუცილებლად გვჭირდება კუნთების ჯანმრთელობისთვის და მათი ნორმალური მუშაობისთვის. აუცილებლად მიიღეთ ის საკვებიდან ან დანამატების სახით, რათა გათავისუფლდეთ პრობლემისგან.

კალიუმის შემცველი პროდუქტებია:

  • პომიდორი
  • ბანანი
  • ხორბლის წამონაზარდები
  • ხილის ჩირები
  • კარტოფილი
  • რევანდი
  • ნესვი

საუკეთესო გზა ორგანიზმში მაგნიუმისა და კალიუმის ოპტიმალური დონის შესანარჩუნებლად, ყოველდღიურად ბოსტნეულის სალათების, სხვადასხვა ხილის ჩირების, მცირეოდენი მზესუმზირის, სეზამისა და ბანანის მირთმევაა.

ძალიან სასარგებლო იქნება თქვენთვის ნიორიც. აუცილებლად მიირთვით ის ნედლი სახით, რათა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი.

მსუბუქი ვარჯიშები, გაწელვები და მასაჟი – ყველაფერი ეს აუცილებელია პრობლემის წარსულში მოსატოვებლად. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე ფეხით, აკეთეთ დილის გამახურებელი ვარჯიშები და გაწელვები, იარეთ აუზზე, იცეკვეთ საყვარელ მელოდიაზე, იკეთეთ სასიამოვნო მასაჟი ზეითუნის ზეთის გამოყენებით და ა.შ.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!