შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით ძალიან სწრაფად და მარტივად მოამზადებთ უგემრიელეს ,,ნუტელას“. შოკოლადის კარაქი ძალიან უყვართ ბავშვებს. მოამზადეთ შინ და გაახარეთ თქვენი პატარები.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 1 ჩ. ჭ.
- ფქვილი 1,5 ს. კ.
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- კაკაო 3 ს. კ.
- კარაქი 30 გრ (შეგიძლიათ მეტიც დაამატოთ)
- გატარებული ნიგოზი 3 ს. კ.
მომზადების წესი:
- რძეს დაამატეთ კარაქი, დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ.
- ცალკე თასში აურიეთ ფქვილი, შაქარი და კაკაო. შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაასხით ცხელი რძე და კარგად აურიეთ.
- მომზადებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ. ადუღეთ 4-5 წუთი.
გააგრილეთ, შეურიეთ გატარებული ნიგოზი, გადაიტანეთ მინის კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!