
საკვები სოდა აქტიურად გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა სამკურნალოდ. ეს უძლიერესი ინგრედიენტი ბევრად უფრო სასარგებლოა თქვენი თმის, კბილებისა და კანისთვის, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
საკვები სოდა მოქმედებს როგორც ბუნებრივი ამქერცლავი სკრაბი და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. გარდა ამისა, სოდა მოქმედებს როგორც ბუნებრივი დეოდერანტი და კომერციული დეოდარანტებისგან განსხვავებით არ შეიცავს ალუმინსა და პარაბენებს.
შემოგთავაზებთ უმარტივეს ნიღაბს, რომელიც მხოლოდ ერთ საოცარ პროდუქტზე, სოდაზე, არის დაფუძნებული.
1 სუფრის კოვზ-ნახევარ სოდას დაამატეთ 1 სუფრის კოვზამდე ცივი წყალი, უნდა მიიღოთ სქელი მასა. ნიღაბი დაიტანეთ სახის კანზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 5-10 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
თუ მშრალი კანი გაქვთ, ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 5 წუთი, ხოლო თუ ცხიმიანი კანი_ 10 წუთი.
მოცემული ნიღბების გამოყენების შემდეგ, აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი.
გამოიყენეთ სოდა როგორც კანის ნიღაბი და მიიღეთ მისგან მაქსიმალური სარგებელი:
- საკვები სოდა ძალიან ეფექტურია აკნეს სამკურნალოდ. სოდას შეუძლია აღმოფხვრას აკნეს გამომწვევი ინფექცია.
- მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი და კურნავს აკნესა და ლაქების გამომწვევ სოკოვან ინფექციებს.
- საკვები სოდა ასწრაფებს აკნეს ნაწიბურების შეხორცების პროცესს.
- ნიღაბს აქვს ძლიერი ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ებრძვის ანთებას, ხსნის ფორებს და კანისთვის საოცრებებს ახდენს.