რა არის ანტიოქსიდანტები და სად ვიპოვოთ

რა არის ანტიოქსიდანტები და რა გავლენას ახდენენ ორგანიზმზე? გთავაზობთ, პრობლემის არსში გავერკვეთ და ამისთვის ქიმიაში მცირე ექსკურსია მოვაწყოთ.

ადამიანის ორგანიზმში ბიოქიმიურ პროცესებზე განსაკუთრებული ქიმიური ნაწილაკები,  „თავისუფალ რადიკალები“ ძალიან ცუდ გავლენას ახდენენ.

თავისუფალები რადიკალები ზედმეტად აქტიური წარმონაქმნები, ე.წ. „არასრულყოფილი მოლეკულები“ არიან , რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმის სასიცოცხლო საქმიანობის პროცესში, ასევე გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების გავლენით (რადიაცია, დაბინძურებული ატმოსფერო, თამბაქოს კვამლი, ქიმიური ნაერთები, რომლებიც საკვებიდან ორგაზნიმში ხვდება. ასეთი მოლეკულები სრულყოფილ მოლეკულებზე დამღუპველად მოქმედებენ, ეს კი თავისუფალი რადიკალების გამრავლების ჯაჭვური რეაქციით სრულდება. თავისუფალი რადიკალების მონაწილეობით ჯაწვური რეაქცია რიგ პრობლემებს იწვევს, მათ შორის:

  • დაბერება
  • სიმსივნური დაავადება
  • ართრიტი
  • ათეროსკლეროზი
  • ასთმა
  • დიაბეტი
  • ალცჰაიმერის დაავადება
  • პარკისონის დაავადება
  • კატარაქტი და ბევრი სხვა დაავადება

ჩვეულებრივ, ჯანმთელი ორგანიზმი თავისუფალ რადიკალებს თავად ებრძვის, თუმცა არახელსაყრელი გარემო ფაქტორები ორგანიზმის თავდაცვის უნარს ასუსტებენ და მას ჭარბი აგრესიული ნაწილების განეიტრალება აღარ შეუძლია, ამასთან ფიზიკური და ემოციური დატვირთვის რისკი ბევრად იზრდება.

ბუნებამ თავისუფალი რადიკალების დამღუპველი ზემოქმედების წინააღმდეგ თავდაცვის უნარი შექმნა. ეს ნივთიერებები ანტიოქსიდანტები არიან. ანტიოქსიდანტები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები არიან, რომელთაც თავისუფალი რადიკალების ნეგატიური ზემოქმედების განეიტრალება შეუძლიათ.

სად ვიპოვოთ ანტიოქსიდანტები? არსებობს ბევრი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომლებიც ამ სასარგებლო ელემენტებს შეიცავენ, მაგრამ ჩვენ ნატურალური ანტიოქსიდანტების მიღებას გირჩევთ.

სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ანტიოქსიდანტების მთავარ წყაროს ბოსტნეული და ხილი წარმოადგენს. ანტიოქსიდანტების შემცველობით ლიდერია ფინიკი, შტოში და წითელი ყურძენი. ამ ნივთიერებას დიდი რაოდენობით შეიცავს ყავა, ამიტომ დღეში 1-2 ჭიქა ყავის დალევა რეკომენდებულია. აი 2 ჭიქაზე მეტის ყავის მიღება კი არ ღირს, რადგან შეიძლება უკუპროცესი დაიწყოს.

ანტიოქსიდანტების მიღების რეკომენდებული ნორმაა დღეში 4100 – 4300 მგ, ხოლო არახელსაყრელი ეკოლოგიურ პირობებში მცხოვრებისთვის ეს ციფრი 3-ჯერ იზრდება. შედარებისთვის 1 საშუალო ზომის ბანანი 76 მგ-ს შეიცავს, 1 ჭიქა ჩაი 294 მგ.

ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე უფრო სასარგებლოდ შემდეგი ანტიოქსიდანტები ითვლება:

ბიოფლავონოიდი – ეს ბუნებრივი ნაერთია, რომლის წყაროს მცენარე წარმოადგენს. სწორედ ბიოფლავონოიდი აფერხებს ორგანიზმის დაშლას და დაბერებას. იმ მცენარეებში შედის, რომელთაც გაჯერებულ პიგმენტი ან ფერი აქვთ. სწორედ ამიტომ, უფრო სასარგებლოა ის პროდუქტები, რომელთაც უფრო მუქი შეფერილობა აქვთ (მოცვი, მუქი ყურძენი, ჭარხალი, იასამნისფერი კომბოსტო და ბადრიჯანი და ა.შ.). ქიმიური ანალიზის გარეშე შეგვიძლია ყველაზე სასარგებლო პროდუქტები (ხილი, ბოსტნეული, კენკრა) მივირთვათ, თუ უპირატესობას უფრო მუქ შეფერილობას მივანიჭებთ.

ბიოფლავონოიდები ქოლესტერინის დონეს ამცირებენ, გულის, კუჭის და ღვიძლის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენენ, სპაზმებს თავიდან აგაცილებთ, ანთებას და ალერგიას ებრძვიან. ეს ნივთიერება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას P ვიტამინს უწოდებენ.

C ვიტამინი. ის მნიშვნელოვანი შიდა უჯრედული ანქტიოქსიდანტია. C ვიტამინი ორგანიზმში ფოლიუმის მჟავის და ჰემოგლობინის შესანარჩუნებლად აუცილებელია.

A ვიტამინი. მას გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილების და კბილების ფორმირებაში, ლორწოვანი გარსის და კანის ეპითელური ქსოვილების აღდგენასა და ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებაში. დაბერების პროცესს აფერხებს, იმუნიტეტს ზრდის, თვალის დაავადების (ქათმის სიბრმავე) განვითარებას აფერხებს.

E ვიტამინი. ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმში სხვადასხვა სტრუქტურებსა და ნივთიერებებს მჟავე ცვლილებისგან იცავს. E ვიტამინი მონაწილეობს ერითროციტების ბიოსინთეზში, ქსოვილების სუნთქვაში. მნიშვნელოვანია ნერვების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, კუნთოვანი ქოსვილისთვის, კანის და თმის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ის ცხიმში ხსნად ვიტამინებს მჟავეში დაშლისგან იცავს. A და D ვიტამინის ათვისებას ხელს უწყობს.

E ვიტამინი სასქესო ფუნქციებსა და სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებზე დადებით გავლენას ახდენს, მათ მიერ გატარებულ ჰორმონებს ჯანგვისგან იცავს. E ვიტამინის მიღება რეკომენდებულია სექსუალური აქტივობის შემცირების დროს, პროსტატის პროფილაქტიკისთვის, პოსტ-მენოპაუზის პერიოდში, საშვილოსნოს და საკვერცხეების ამოღების შემდეგ.

გარდა ამისა, E ვიტამინი თრომბის წარმოქმნის რისკს ამცირებს, სისხლძარღვებს აძლიერებს და ათეროსკლეროზის და თრომბოფლებიტის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს. E ვიტამინი ანტიოქსიდანტია და მისი მიღება რეკომენდებულია ორგანიზმზე ქიმიური და რადიაციული ზემოქმედების დროს ონკოლოგიური დაავადების პროფილაქტიკის მიზნით. ის ერითროციტების წარმოებას ხელს უწყობს, დაბერების პროცესს აფერხებს, სიმსივნის, დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან გიცავთ. ფიზიკურ გამძლეობას ზრდის, ჟანგბადის გამოყენების ეფექტურობას ზრდის.

სელენი. მას გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, რის გამოც ქიმიური და რადიციული ზემოქმედების დროს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ. სელენი ანტი სხეულის წარმოქმნას სტიმულირებს და ამით ინფექციური და ვირუსული დაავადებებისგან ორგანიზმის დაცვის უნარს ზრდის. ერითროციტების წარმოებაში მონაწილეობს და ძლიერი იმუნუმასტიმულირებელი მოქმედება აქვს.

პროდუქტების სამაგალითო სია, რომლებიც ანტიოქსიდანტებს ყველაზე დიდ რაოდენობით შეიცავენ:

საუკეთესო ხილი და კენკრა: მოცვი, შტოში, ქლიავი, ალუბალი, ფორთოხალი, წითელი ყურძენი, შავქლიავი, მოცხარი.

საუკეთესო ბოსტნეული: ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი, ჭარხალი, წითელი წიწაკა, ბრიუსელის კომბოსტო, პომიდორი.

ანტიოქსიდანტების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პროდუქტს მიირთმევთ – ახალი, გაყინული, გადამუშავებული თუ მოხარშული. მაგალითად, მოცხარი რეკომენდებულია ნედლი სახით მიიღოთ, აი პომიდვრის ეფექტურობა კულინარიული დამუშავების შემდეგ იზრდება. ამასთან სპეციალისტები გირჩევენ, რაციონში მხოლოდ ერთი პროდუქტის ჩართვით არ შემოიფარგლოთ, არამედ სხვადასხვა, ყველა ფერის ბოსტნეული და ხილი მიირთვათ. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება თქვენი რაციონი, მით უფრო ჯანმრთელები იქნებით! თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.