ჩია სამკურნალო მცენარეა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით შეუცვლელ და აუცილებელ ცხიმოვან მჟავას, ომეგა 3-ს. ეს პატარა თესლი დაგეხმარებათ ელექტროლიტების დონის დაბალანსებაში. მისი წყალობით შეძლებთ შეინარჩუნოთ სხეული დატენიანებული და თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა.
ჩიას აქვს მრავალი სამკურნალო თვისება, რომლებიც დაგეხმარებათ კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ასევე შეგიწყობთ ხელს ჭარბი წონისაგან თავის დაღწევაში.
სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას, როგორ გამოიყენოთ ჩია სწორად, რათა შეძლოდ გახდომა და ნაწლავის გაწმენდა.
თუ ჩიას თესლს დაასხავთ ცოტა წყალს, მიიღებთ ერთგვარ გელს, რომელიც დაგეხმარებათ ნახშირწყლების მონელებაში, სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირებაში და დიაბეტის თავიდან აირდებაში.
ჩიას თესლის გამოყენებით უზრუნველყოფთ ნაწლავების გაწმენდას ნარჩენებისგან, ტოქსინებისგან და ლორწოსგან. არ დაგავიწყდეთ, სამკურნალო პროცედურების დროს უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, რათა აიცილოთ გაუწყლოება და გააუმჯობესოთ ნაწლავის ფუნქციონირება.
ჩიას თესლი ჰმატებს ენერგიას, ამიტომ კარგი იქნება თუ გამოიყენებთ მას ინტენსიური ვარჯიშის დაწყებამდე. ამ თესლის მოხმარების ყველაზე გავრცელებული და ეფექტური გზაა ნატურალურ იოგურტთან ერთად ცარიელ კუჭზე მიღება.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მიიღეთ წყალში დამბალი 1 ჩ. კ. ჩიას თესლი უზმოზე, მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა და მოიშორეთ ზედმეტი კილოგრამები.