10 მითი ჯანსაღი კვების შესახებ, რომელიც დღესვე უნდა დაანგრიოთ.

ფოტო: mohamed hassan form PxHere

საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამა ცუდია

ეს მითი ძალიან მოძველებულია. დღესდღეისობით ჩვენ ბევრად უფრო გვიან ვიძინებთ, ვიდრე ჩვენი წინაპრები. ამიტომაც 6 საათის შემდეგ ჭამა ჯანსაღთან ერთად ლოგიკურიცაა. ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ დაძინებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე უნდა ჭამოთ ბოლოჯერ.

ცხიმები საზიანოა

ცხიმები ხშირად ჯანმრთელობისთვის საშიშად ითვლება, თუმცა ეს საერთოდ არ არის სიმართლე. თქვენ საჭმელს მის გარეშე წესიერად ვერც კი მოინელებთ. ცხიმები მეტაბოლიზმის პროცესებს ეხმარება A და E ვიტამინების გადამუშავებაში და ასევე თუკი ორგანიზმში საკმარისი ცხიმი არაა, იგი ჰორმონების გამომუშავებას წყვეტს. ცხიმების ნაკლებობა ასევე კანის დაბარების პროცესს აჩქარებს. ამიტომ უნდა შეამციროთ მაგალითად ბოსტნეულის ზეთის გამოყენება, თუმცა იგი მთლიანად არ უნდა დაივიწყოთ.

სასუსნავები არაჯანსაღია

სასუსნავები საჭიროა, რათა დროდადრო თქვენი ენერგია შეავსოთ. თუმცა, ისინი ჯანსაღი უნდა იყოს. მაგალითად ენერგიის შესავსებად მიირთვით თხილეული ან ხილი.

ყველა ორგანული საკვები სასარგებლოა

ყველა ორგანული პროდუქტი, რომელსაც მაღაზიაში მსგავსი იარლიყი აქვს მიკრული, ხშირად მათი მსგავსი პროდუქტებისგან არაფრით განსხვავდება მაღალი ფასის გარდა.

ნახშირწყლებს თავი უნდა აარიდოთ

არსებობს მარტივი და კომპლექსური ნახშირწყლები. პირველი მათგანი შაქარში, შოკოლადში, თაფლში და ტკბილ სასმელებში გვხვდება. კომპლექსური ნახშირწყლების მიღება ამ შემთხვევაში ჯანსაღ არჩევანს წარმოადგენს. მათ შეხვდებით მაგალითად მარცვლეულში, ლობიოში, კენკრაში და ბოსტნეულში.

ხილი და ბოსტნეული გამოუსადეგარია მაცირაში შენახვის შემდეგ

თანამედროვე მაცივრის ტექნოლოგიები თითქმის ყველა ჯანსაღ ელემენტს ინახავს პროდუქტების მაცივარში მოთავსებისას.

მკვებავი ნივთიერებების გამიჯვნა გეხმარებათ წონის კლებაში

მომნელებელი სისტემის მიერ გამომუშავებულ ენზიმებს ერთნაირად შეუძლიათ პროტეინების, ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავება, ერთდროულადაც კი. ამიტომ მათი ცალ-ცალკე მიღების სიჯანსაღეს არანაირი სამეცნიერო ფაქტი არ ადასტურებს.

ყავისფერი პური უფრო ჯანსაღია ვიდრე თეთრი პური

ჯანსაღი ყავისფერი ფერი პურს შესაძლოა ცომში კარამელის არსებობით ჰქონდეს მიღებული. ასეთ პურში არსებული ენერგია იგივეა რაც თეთრ პურში არსებული ენერგია, რის გამოც ორივე მათგანისგან ერთნაირად შეგიძლიათ მოიმატოთ წონა.

ნატურალური წვენები ისეთივე სასარგებლოა როგორც თვითონ ხილი

წვენებში ბევრად უფრო ნაკლები ვიტამინი და მინერალია ვიდრე თვითონ ხილში, ამიტომ მათი ჭამა ბევრად უფრო სასარგებლოა.

სუში დიეტური საკვებია

თუკი მარტო სუშის მირთმევას გადაწყვეტთ, ეს წონის მატებას არ გამოიწვევს. თუმცა, ხშირად თეთრი ბრინჯი რომელიც ასეთი საკვების მოსამზადებლად გამოიყენება საკმაოდ არაჯანსაღი არჩევანი გახლავთ. წონაში ყველაზე სწრაფ მატებას მაიონეზი, ცხიმიანი ყველი და სოიოს სოუსი გამოიწვევს.