რეკლამა და ფერადი შეფუთვა ხშირად ის ფაქტორია, რომელიც პროდუქტის ყიდვისკენ გვიბიძგებს. თუმცა კოსპეტიკის ექსერტი პაულა ბეგოუნი გვასწავლის, რომ კომპანიები რომლებიც კოსმეტიკურ პროდუქტებს ქმნიან, ხშირად უბრალოდ ტყუილებს ავრცელებენ საკუთარი პროდუქტების გასაყიდად. ჩვენ სწორედ ასეთ მითემს წარმოგიდგენთ:
რაც უფრო ცნობილია ბრენდი, უფრო უკეთესია პროდუქტიც
პროდუქტის ხარისხი მთლიანად დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობაზე და არა მის ფასსა თუ ბრენდზე.
არსებობს დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტი
როდესაც კომპანიები დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტს ყიდიან, ისინი რეალურად გთავაზობენ მაგალითად კრემს, რომელიც კანს უნარჩუნებს ელასტიურობას, ზრუნავს მის პიგმენტაციაზე და ამით ამცირებს ნაოჭების ხილვადობას. ასევე, თვალის კრემი არაფრით განსხვავდება კანის კრემისგან.
კრემს შეუძლია ცელულიტის მოშორება
ეს რომ მართალი იყოს, მოდელები ფოტოშოპს აღარ გამოიყენებდნენ. დღესდღეისობით არ არსებუბს მეცნიერულად აღიარებული არცერთი კოსმეტიკური პროდუქტი, რომელსაც ცელულიტის გაქრობა შეუძლია. ამაზე მხოლოდ თქვენი ჯანსაღი დიეტა და ვარჯიში მოქმედებს.
რუჯის მიღება უსაფრთხოა
ეს ერთნაირად ეხება სანაპიროზეც და სალონშიც მიღებულ რუჯს. ეს არასდროსაა თქვენი კანისთვის ჯანსაღი.
ორგანული პროდუქტები ნორმალურზე უფრო ჯანსაღია
ორგანული პროდუქტები უბრალოდ მარკეტინგის მეთოდია. ნატურალური პროდუქტების არსებობას არანაირი გავლენა არ აქვს იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს კოსმეტიკა. ისინი შეიძლება ნაკლებად საზიანო იყოს იმის გამო, რომ ნაკლებ ქიმიკატებს შეიცავენ, თუმცა ეს მათ ეფექტურობას არ ზრდის.
კრემებს ნაოჭების მოშორება შეუძლიათ
არ არსებობს ისეთი კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც ნაოჭებს და შავ ზოლებს მოაშორებს თქვენი თვალის ქვემოდან. ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება ისეთ სერიოზულ სამკურნალო გზებს, როგორიცაა მაგალითად ბოტოქსი.
მზის კრემი მხოლოდ სანაპიროზე უნდა გამოიყენოთ
როგორც აღმოჩნდა, მზის კრემი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ნაოჭების გაჩენისთვის ხელის შეშლის საკითხში. ნუ დაივიწყებთ მათ მოხმარებას შემოდგამასა და ზამთრის სეზონზეც. აუცილებლად იხმარეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ზინკ ოქსიდს, ტიტანიუმ დიოქსიდს ან ავობენზონს.
შამპუნს თმის ცვენის შეჩერება შეუძლია
შამპუნს თქვენი თმის მდგომარეობაზე ეფექტი არ აქვს. მისი ერთადერთი ფუნქცია თმის გაწმენდაა. შამპუნი თქვენს თმაზე მხოლოდ დროებით ხვდება, რის გამოც ნებისმიერი ეგზოტიკური პროდუქტი, რომლის შამპუნში ყოფნასაც კომპანიები არეკლამებენ, თქვენი ორგანიზმის მიერ არ იქნება შეწოვილი. შესაბამისად თმის მოვლის საიდუმლოებები იმალება შესაფერისი ბალზამების და სპეციალური თმის მასკების ხმარებაში.
შეგიძლიათ თმის შეღებვა მისი დაზიანების გარეშე
თანამედროვე თმის საღებავი მას აშორებს ბუნებრივ პიგმენტებს და ცვლის მას საღებავის ფერით. ეს ახალი პიგმენტი თქვენს თმაზე შესაძლოა სამი თვის განმავლობაშიც კი დარჩეს, მაშინ როდესაც სუსტი თმის საღებავები მასზე ერთი კვირის განმავლობაში რჩება. თმაზე დამაზიანებელი ეფექტი მხოლოდ იმ საღებავებს არ აქვთ, რომელიც თმის ნატურალურ ფერს არ ცვლიან. შესაბამისად, თმის საღებავები თქვენი თმისთვის საზიანოა და ნეიტრალური ეფექტი მხოლოდ ნატურალური ფოთლებისგან დამზადებულ საღებავებს შეიძლება ჰქონდეთ.