9 გამოცდილი ხრიკი, რომელიც სახლის დალაგება-დასუფთავებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას ძალიან მიმარტივებს

დამეთანხმებით, რომ აბაზანის დასუფთავებას დიდი დრო და განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება.

შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელთა გათვალისწინებით ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ, თქვენი აბაზანა სისუფთავისგან ბრწყინავდეს. გარდა ამისა, გაანადგურებთ ყველა სახის ბაქტერიას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურ შედეგს უმარტივესი პროდუქტებით მიიღებთ.

1. ლაქები

თუ მრავალი მცდელობის მიუხედევად, თქვენს აბაზანას ან საშხაპეს ლაქები ვერ მოაშორეთ, აუცილებლად ცადეთ ნარევი, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თბილი ძმარი 100 მლ
  • მარილი 100 გრ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ძმარი შეათბეთ, დაამატეთ მარილი და აურიეთ. მარილი სრულად უნდა გაიხსნას. ნარევი გადაიტანეთ პულვერიზატორიან ბოთლში და მიასხურეთ დაზიანებულ ადგილებზე. გააჩერეთ 30 წუთი და შემდეგ გაწმინდეთ.

2. ჭუჭყიანი კუთხეები და ფილებს შორის ადგილები

ჭუჭყს უყვარს შეღწევა დასუფთავებისთვის ნაკლებად მისაწვდომ კუთხეებში და ფილებს შორის გადაბმის ადგილებში.

სუპერ გამწმენდი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საწმენდი სითხე (თქვენთვის ხელმისაწვდომი) 100 მლ
  • მარილმჟავა 100 მლ
  • წყალი 300 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, გადაიტანეთ პულვერიზატორიან ბოთლში და მაგარი ჯაგრისის საშუალებით გაწმინდეთ კუთხეები, ნაპრალები. სამოქმედოდ გააჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ ჩამორეცხეთ.

3. მინა და სარკე

  • სარკეები და მინები გაწმინდეთ ძმრიანი ტილოთი.
  • თქვენი სარკეები და მინები იპრიალებს თუ გასაწმენდად გამოიყენებთ სპირტსა და გაზეთს.
  • თუ სარკეებსა და მინებზე ცხიმების ლაქებია, ჯერ წაუსვით ლიმონის ნაჭერი (მხოლოდ დალაქავებულ ადგილებზე) და შემდეგ გაწმინდეთ.

4. აბაზანის ნიჟარა

ნიჟარის ზედაპირის გასაწმენდად არ გამოიყენოთ სპირტი.

გასაწმენდად გამოიყენეთ აუცილებლად რბილი ღრუბელი და თქვენთვის სასურველი საწმენდი სითხე. ხელსაბანი კარგად გაწმინდეთ, ცოტა ხანს გააჩერეთ, გადაავლეთ წყალი და გააპრიალეთ მშრალი ქსოვილით.

5. საშხაპე ნაკრების თავი

ყველაზე მეტად ბინძურდება შხაპის თავი, რადგან სწრაფად გროვდება ბადეში ჭუჭყი. მოცემული პრობლემის აღმოფხვრა უმარტივესი გზით არის შესაძლებელი. მოამზადეთ წყლისა და ძმრის ნარევი (პროდუქტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით).  ნარევში 2 საათით ჩადეთ შხაპის თავი. უმჯობესია, დატოვოთ  მთელი ღამით. შემდეგ მოუშვით წყალი მაქსიმალური წნევით, რომ ნახვრეტებიდან ლექი და ჭუჭყი გამოიდევნოს.

6. ონკანი

ონკანები და ლითონის სხვა ნივთები, რომელთაც უშუალო შეხება აქვს წყალთან, იფარება თეთრი ლაქებითა და ნადებით. მათ გასაწმენდად გამოიყენეთ ძმრისა და წყლის ნარევი.

ონკანებისა და ლითონის ზედაპირების გასაპრიალებლად საუკეთესოა სველი ხელსახოცი.

7. უნიტაზი

უნიტაზის გასაწმენდად და ყვითელი ნადების მოსაშორებლად მოამზადეთ ძმრის, წყლის, საწმენდი სითხისა (თქვენთვის ხელმისაწვდომი) და სოდის ნარევი.

მომზადებული საშუალებით კარგად გაწმინდეთ უნიტაზი როგორც შიგნიდან, ისე გარედან, გააჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ ცხელი წყლით ჩამორეცხეთ.

8. საშხაპე ფარდა და ფარდაგი

საშხაპე ფარდის გასარეცხად მოამზადეთ 3 ს. კ. სოდისა და 3 ს. კ. ძმრის ნარევი და გარეცხეთ სარეცხის მანქანაში. ამ გზით შეძლებთ ობის მოშორებას და ბაქტერიების განადგურებას.

მოცემული ნარევში გარეცხეთ აბაზანის ფარდაგი.

9. აბაზანის მილები და ტრაპი

თმისა და საპნის კომბინაციამ შეიძლება გაჭედოს მილები ან გამოიწვიოს ცუდი სუნი. მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად პერიოდულად ჩაასხით მილებში, ტრაპში სოდისა და ძმრის ნარევი და სამოქმედოდ დატოვეთ დილამდე. დილით ჩაასხით რამდენიმე ლიტრი ადუღებული წყალი.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ უმარტივესი, ბიუჯეტური საშუალებები და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღეთ სასურველი შედეგი!