ყველა ჩვენთანს გაგვაჩნია კონკრეტული ჩვევები, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისა და ფიგურის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად საჭირო გვგონია. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ხილის გარეცხვა ჭამამდე ან რეგულარული ვარჯიში მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვები შეგვიძლია დღესვე დავივიწყოთ. გთავაზობთ ისეთი ჩვევების სიას, რომელიც მნიშვნელოვანი გგონიათ, მაგრამ რეალურად უპრობლემოდ შეგიძლიათ დაივიწყოთ:
მულტივიტამინების ტაბლეტების მიღება
მულტივიტამინების და ნებისმიერი ბიო-დანამატების მიღება არ ამცირებს კონკრეტული დაავადებების გაჩენის რისკს და ასევე თქვენ მეხსიერებაზე და მუშაობის შესაძლებლობაზეც არანაირი ეფექტის მოხდენა არ შეუძლია. 450 ათასი ადამიანის გამოკვლევის შედეგად მეცნიერებმა სწორედ ასეთი დასკვნა გამოიტანეს და თანაც დამატებით დაადგინეს, რომ მულტივიტამინებს შესაძლოა ნეგატიური ეფექტიც ჰქონდეთ.
უალკოჰოლო ანტი-ბაქტერიული გელის გამოყენება
ანტი-ბაქტერიული გელები მართლაც გეხმარებათ ბევრნაირი ბაქტერიებისა და მიკრობების მოშორებაში. თუმცა, ეს ეფექტი მხოლოდ ისეთ გელებს გააჩნიათ, რომელთა შემადგენლობაც მინიმუმ 60% ალკოჰოლს შეიცავს. სხვა სახის ხელის საშუალებები ყველანაირ მიკროორგანიზმებს ვერ აშორებენ.
მონოსოდიუმის გლუტამატისთვის თავის არიდება
კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთიერება ადამიანებში თავის ტკივილსა და გულისრევას მხოლოდ მაშინ იწვევს, თუკი ისეთ პროდუქტს შეჭამთ, რომელიც მინიმუმ 3 გრამ მონოსოდიუმის გლუტამატს შეიცავს. ასეთი სახის პროდუქტებს თქვენ ძალიან იშვიათად გადააწყდებით. თანაც, ასეთი შემცველობის საკვები მონოსოდიუმის გარეშეც მავნებელია თქვენთვის.
დეტოქსის დიეტით ორგანიზმის გაწმენდა
პოპულარული დეტოქსის დიეტების გარეშეც კი, თქვენი ორგანიზმი ისედაც მოახერხებს ზედმეტი ტოქსინებისგან თავის გაწმენდას. თუკი თქვენი ღვიძლი და თირკმელები სწორად არ მუშაობს, ამ შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ და არა რაიმე სახის კოკტეილის დიეტას.
ორგანული პროდუქტების მიღება
ქვეყნების უმრავლესობაში არ არსებობს ორგანული პროდუქტების რაიმე სახის სერთიფიკატით გაფორმების ლეგალური ვალდებულება. შესაბამისად, როდესაც მაღაზიაში პროდუქტებზე “ეკო” ან “ბიო” სტიკერი და მსგავსი ლოგოები გხვდებათ, უნდა იცოდეთ რომ ეს უბრალოდ მათი სარეკლამო ბროშურების სახეობაა. ასეთი სტიკერი არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროდუქტი ქიმიური დანამატების გარეშეა დამზადებული.
მიკროღუმელების გამოყენებაზე უარის თქმა
მიკროღუმელების გამოყენებით საჭმელის გაცხელებამ შესაძლოა მასში არსებული სასარგებლო თვისებები შეამციროს, თუმცა უნდა იცოდეთ რომ იგივე ეფექტის მოხდენა შეუძლია საჭმლის გაცხელებას ჩვეულებრივ ღუმელში ან გაზქურაზე. თანაც, მიკროღუმელში რაიმეს გაცხელება უფრო მეტად უნარჩუნებს პროდუქტს C ვიტამინს.
მხოლოდ დაბალ-ცხიმიანი პროდუქტების ჭამა
ნახშირწყლებისა და პროტეინის მსგავსად, ჩვენი ორგანიზმი ცხიმების მიღებასაც საჭიროებს. შესაბამისად ჩვეულებრივი საჭმელების დაბალ-ცხიმიანი პროდუქტებით ჩანაცვლება საუკეთესო გზა არ გახლავთ მენიუდან ზედმეტი კალორიების ამოსაკლებად. ასეთი პროდუქტების უმრავლესობაში ცხიმის ნაცვლად მაღალი რაოდენობის შაქარია გამოყენებული, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ გახლავთ.