13 წერტილი სხეულზე, რომლის მასაჟიც მეტაბოლიზმს და წონის კლებას ააჩქარებს

კონკრეტული წერტილების მასაჟით ენერგიის მომატება და ადამიანის გაჯანსაღება ძველი ჩინური ტრადიციული მეთოდია. მათი დახმარებით თქვენ წონის კლების პროცესის აჩქარებასაც კი შეძლებთ. სწორედ ასეთი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ეს 13 წერტილი:

13. ტრაპეციის კუნთის ზედა წერტილი

ეს წერტილი ზურგის იმ ნაწილში მდებარეობს, სადაც კისერი მხარს უერთდება და ზუსტად თქვენი ძუძუს თავის პარალელურადაა განთავსებული. ამ წერტილზე 1 წუთის განმავლობაში უნდა დააჭიროთ თითი, შემდეგ კი იგივე გაიმეოროთ საპირისპირო მხარეს. შეასრულეთ ეს მასაჟი ყოველდღიურად.

12. ცხვირის ხიდი

იპოვეთ წერტილი თქვენ თვალებსა და ცხვირს შორის და დაზილეთ ეს წერტილი ხელით თვალებიდან ცხვირის მიმართულებით.

11. წარბებს შორის არსებული ჩაღრმავება

იპოვეთ წარბებს შორის ჩაღრმავებული ადგილი ცხვირის მაღლა და დააჭირეთ მას თითი ნაზად 1 წუთის განმავლობაში.

10. მკერდის ძვალი

თქვენი მკერდის ცენტრში არსებული წერტილი ასევე ზეწოლის არეს წარმოადგენს. მისი მასაჟი ენერგიის აღდგენაში და წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ამისთვის მას ყოველდღიურად, 1 წუთის განმავლობაში უნდა დააწვეთ.

9. ყური

ყურის წინა ხაზთან არსებული წერტილი 1 წუთის განმავლობაში უნდა დაამასაჟოთ განტვირთვისთვის.

8. მუცელი

მუცლის არეში უამრავი წერტილია, რომელზე ზეწოლასაც ენერგიის მოცემა შეუძლია თქვენთვის, რაც წონის დაკლებას უფრო აადვილებს. თუმცა ჭიპიდან 2 თითის დაშორებით დაბლა მდებარე წერტილის მასაჟით ყოველდღიურად თქვენ საუკეთესო შედეგს მიიღებთ.

7. მუცლის პარალელი

ეს 2 წერტილი ზუსტად თქვენი მკერდის ქვეშ მდებარეობს მუცლის დასაწყისში. დაამასაჟეთ ისინი ქვევიდან ზევით მიმართული მოძრაობებით ყოველდღიურად.

6. იდაყვი

იდაყვის შიდა მხარე ზეწოლის წერტილია. დააჭირეთ მას თითი 1 წუთის განმავლობაში.

5. წვივები

მუხლები ასევე იდეალური წერტილია ზეწოლისთვის. დაიმასაჟეთ ორივე წერტილი ყოველდღიურად.

4. კოჭი

თქვენი კოჭის შიდა და გარე მხარეები ზეწოლის წერტილებია, რომელიც ყოველდღიურად 1 წუთის განმავლობაში უნდა დაიზილოთ საუკეთესო შედეგების მისაღებად.

3. ზედა ტუჩი

ზედა ტუჩის ზემოთ არსებული არე სწორედ სახის მასაჟისთვის შესაფერისი საუკეთესო წერტილია. დააწექით მას 1 წუთის განმავლობაში.

2. ხელი

ხელის გარეთა ნაწილსა და ცერა თითს შორის არსებული წერტილი 1 წუთის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა დაიზილოთ.

1. ფეხი

დაიმასაჟეთ ფოტოზე წარმოდგენილი ორივე წერტილი მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად.