11 საკვები, რომელიც 10 წლით უფრო ახალგაზრდას გამოგაჩენთ.

ყველას გვსურს, რომ უფრო ახალგაზრდა შესახედაობა გვქონდეს. ამაში ხელს ყველაზე მეტად ჩვენი გენეტიკა გვიწყობს, თუმცა ჩვენც შეგვიძლია საკუთარი ახალგაზრდული ვიზუალის შენარჩუნებაზე ზრუნვა იმ სასარგებლო და გემრიელი საკვების მიღების საშუალებით, რომელიც ამ სიაშია წარმოდგენილი:

ავოკადო

ავოკადო ძალიან სასარგებლო ცხიმებს შეიცავს. დღეში ერთი ავოკადოს ჭამა ამცირებს ქოლესტეროლის დონეს და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. იგი გეხმარებათ C ვიტამინის, პოტასიუმის და ანტიოქსიდანტების მიღებაში.

კენკრა

მარწყვი, მაყვალი, მოცვი, ყურძენი და მსგავსი სასუსნავები ისეთ ანტიოქსიდანტებს შეიცავენ, რომლებიც ხელს უშლიან და ასევე ანელებენ კანის უჯრედების დაზიანების პროცესებს და ასევე ამცირებენ სახსრების შეშუპების რისკს.

სტაფილო

ეს ბოსტნეული ბეტა-კაროტინს შეიცავს. ამ ნივთიერებას ორგანიზმი A ვიტამინად გარდაქმნის და მისი საშუალებით თვალების ჯანსაღ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ამასთანავე იგი ნაადრევი ნაოჭების გაჩენასაც უშლის ხელს.

ციტრუსები

ციტრუსები C ვიტამინის და სასარგებლო მჟავების იდეალური წყაროა. ისინი ამცირებენ სისხლში ქოლესტეროლისა და შარდმჟავის დონეს.

ნიორი

მისი ფუნგიციდური და ბაქტერიციდული ძალების დახმარებით ნიორი ყველაზე ეფექტურ ბუნებრივ ანტიბიოტიკად ითვლება. იგი აბალანსებს ქოლესტეროლის დონეს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გარკვეული სახის კიბოს წარმოქმნის რისკებსაც ამცირებს.

შავი შოკოლადი

ეს სასუსნავი ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომელიც კანს მზის სხივების მიერ გამოწვეული ზიანისგან იცავს. ასევე აჯანსაღებს, ასქელებს და ატენიანებს მის უჯრედებსაც. ასეთი ეფექტის მისაღებად შოკოლადი მინიმუმ 75% კაკაოს უნდა შეიცავდეს.

ზეითუნის ზეთი

ყოველდღიური მენიუს ცნობილი წევრი არამარტო გემრიელი არომატით, არამედ გამაჯანსაღებელი თვისებებითაც გამოირჩევა. იგი ალფა-ლინოლეინის მჟავის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. აღნიშნული ელემენტი თქვენს კანს ტენიანობას და ფერს უნარჩუნებს, რაც მის დაბარებას უშლის ხელს.

პამიდორი

პომიდორი ძალიან სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის. ის სავსეა ისეთი სასარგებლო საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა A ვიტამინი, C ვიტამინი და ფოლიკული მჟავები.

ზეთიანი თევზი

ასეთი სასარგებლო თევზების სიაში შედის ორაგული, ტუნა და ანჩოვი. ისინი ომეგა 3 ცხიმების და მჟავების იდეალურ წყაროს წარმოადგენენ. ეს ელემენტები უჯრედების რეგენერირებას უწყობს ხელს და ქოლესტეროლის დაბალ დონეს გინარჩუნებთ ორგანიზმში.

ცედრა

ეს პროდუქტი კიბოს რისკს ამცირებს, აუმჯობესებს მომნელებელი სისტემის მუშაობას და გინარჩუნებთ ენერგიას. იგი ასევე იდეალურად ახერხებს სტრესის დროს თქვენი ხასიათის გაუმჯობესებას, რისი დახმარებითაც ხელს უშლის კანის დანაოჭებას.

ლორი

ეს გემრიელი პროდუქტი ხელს უშლის კუნთების მასის დაკარგვას, რომელიც ასაკის მატებასთანაა ასოცირებული და ასევე შეიცავს სასარგებლო რაოდენობის ცხიმოვან მჟავებს, რისი დახმარებითაც გიძლიერებთ კარდიოვასკულარულ სისტემას. იგი ასევე 8 სახის სასარგებლო ვიტამინს და უამრავ შეიცავს საჭირო მინერალს შეიცავს. თუმცა, მისი დიდი ოდენობით მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან ლორი სოდიუმსაც შეიცავს.