6 შინაგანი პრობლემა, რომლის ამოცნობაც სახეზე გაჩენილი გამონაყარით შეგვიძლია

ჩინელი ექიმები სახეს ჯანმრთელობის ფანჯარად მიიჩნევენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენს ორგანიზმში გაჩენილ პრობლემებზე სახის კანი საკმაოდ სენსიტიურად რეაგირებს და სიგნალებსაც კი გვიგზავნის გამონაყარის სახით.

შუბლი და წარბები

ამ ადგილებში გამონაყარი კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე მიგვანიშნებს. წარბებს შორის არსებული ხიდი ღვიძლის მუშაობაზეა პასუხისმგებელი. ეცადეთ ამ პრობლემის გამოსწორება მენიუდან ცხიმიანი და შემწვარი საჭმლის ამოღებით. ასევე შეამცირეთ ალკოჰოლის მიღებაც.

ცხვირი

ცხვირზე გაჩენილი გამონაყარი კარდიოვასკულარული პრობლემების ნიშანია, რისი მთავარი მიზეზიც შეიძლება სტრესი იყოს. დაკავდით დამამშვიდებელი აქტივობებით და უფრო მეტად ეცადეთ განტვირთვას.

ყურები

ჩინელი ექიმების თქმით ყურების კანი დაკავშირებულია შარდისა და თირკმელების სისტემების მუშაობასთან. შესაბამისად ყურზე გამონაყარის შემჩნევისას უნდა შეამციროთ მარილისა და ყავის მიღება.

ლოყები

ლოყების ზედა ნაწილი ფილტვების მუშაობის ამსახველი არეა და ამ ნაწილში გაჩენილი გამონაყარი სასუნთქი სისტემის პრობლემებზე მიგანიშნებთ. დაბლითა ნაწილში გაჩენილი გამონაყარი სტომატოლოგიურ პრობლემებს ნიშნავს.

ყურადღება მიაქციეთ თვენს სასუნთქ სისტემას. ეცადეთ ხშირად გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე და უარი თქვათ მოწევაზე. ასევე იზრუნეთ ორალურ ჰიგიენაზე და შეამცირეთ ტკბილი სასმელების მიღება.

ტუჩები

პირის ირგვლივ გაჩენილი დერმატოლოგიური პრობლემები მომნელებელი სისტემის პრობლემებზე მიგვანიშნებს. ასეთ დროს აუცილებელია თავი აარიდოთ სწრაფი კვების ობიექტებში საჭმელის მირთმევას და ასევე კარგი იქნება თუ თქვენს ყოველდღიურ მენიუში ფაიბერით მდიდარ ისეთ პროდუქტებს დაამატებთ, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული.

ნიკაპი

ამ არეში გაჩენილი გამონაყარი როგორც წესი რეპროდოქტიული სისტემის პრობლემებზე მიგვანიშნებს. ასევე ამის გამოწვევა შეუძლია ჰორმონალური ბალანსის პრობლემებსაც. თუკი ნიკაპზე გამონაყარი ერთხელ გაგიჩნდებათ, ამაზე ნერვიულობა არ ღირს. ასეთ დროს შეგიძლიათ გამონაყარს ლოსიონის წასმით უმკურნალოთ, თუმცა თუკი იგი სისტემატიურად ჩნდება ამ არეში, მაშინ ჯობს ექიმს მიმართოთ.