თმის ბუნებრივი საღებავი, რომელიც გაგიღიავებთ თმას, გაგიძლიერებთ ძირებს და შეგიმცირებთ ცვენას

825

მშვენიერი სქესის წარმომადგენლები ხშირად იცვლიან თმის ფერსა და ვარცხნილობას. ქიმიური საღებავები კი აზიანებს თმას, უკარგავს ჯანსაღ იერს, აშრობს და იწვევს თმის ცვენას.

შემოგთავაზებთ თმის ხელნაკეთი საღებავების 6 სუპერ ეფექტურ  რეცეპტს, რომლებიც დაფუძნებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე. მოცემული საშუალებების წყალობით  შეძლებთ თმის შეღებვას, გაძლიერებას,  მიანიჭებთ  თმას ელვარებას, შეიჩერებთ თმის ცვენას. განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვინც ქიმიურ საღებავებზე ალერგიულია ან უბრალოდ ზრუნავს ჯანმრთელობაზე.

იხილეთ რეცეპტები და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი

1. ყავა

განსაკუთრებული თვისებების წყალობით ყავა უსაფრთხო ბუნებრივი საღებავია. საუკეთესოა ყავისფერთმიანი და შავგვრემანი ქალებისთვის. ყავა თმას ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას, აძლიერებს და კვებავს თმას.

მოადუღეთ ძალიან ძლიერი ყავა, გააგრილეთ, შეიზილეთ თმაზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ მინიმუმ 35 წუთი. შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

2. კაკაო

ხელნაკეთი საღებავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კაკაოს 1 ს. კ.
  • თმის კონდიციონერი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და 30-40 წუთით შეიზილეთ თმაზე. თმა თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  2. კაკაო შეგიძლიათ დაამატოთ შამპუნს. 1 ს. კ. კაკაოს შეურიეთ 1 ს. კ. შამპუნი. მიღებული მასა შეიზილეთ თმაზე, გაიჩერეთ 5-10 წუთი და შემდეგ დაიბანეთ.

კაკაო აძლიერებს თმას, კვებავს, ატენიანებს და ანიჭებს შოკოლადის სასიამოვნო ელფერს.

3. სალბი

ჭაღარა თმის შესაღებად სალბის ნაყენი საუკეთესო საშუალებაა. მიიღებთ ბზინვარე წაბლისფერი ფერის თმას.

თერმოსში მოათავსეთ 3-4 ს. კ. სალბი, დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ 25-30 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, გააგრილეთ და შეიზილეთ სუფთა, მშრალ თმაზე. თმა თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4. შავი ჩაი

ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 2 ფინჯანი
  • შავი ჩაი 3 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

წყალი აადუღეთ, დაამატეთ შავი ჩაი და კიდევ ადუღეთ რამდენიმე წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ, გადაწურეთ და შეიზილეთ სუფთა, ოდნავ ნესტიან თმაზე. აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანი. თუ ღია წაბლისფერი გსურთ, ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. უფრო მუქი ფერის მისაღებად გაიჩერეთ 40 წუთი. შემდეგ თმა თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მოცემული საშუალება  შეგიძლიათ გამოიყენოთ კვირაში ერთხელ სასურველი შედეგის მიღებამდე.

5. იოგურტი, თაფლი, კაკაო და ვაშლის ძმარი

ხელნაკეთი საღებავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • იოგურტი (დანამატების გარეშე) 2 ს. კ.
  • ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • კაკაოს ფხვნილი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა ფუნჯის საშუალებით შეიზილეთ თმაზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 25-30 წუთი. თმა თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.

6. ხნა და ხახვის ფოჩები

ამ ორი პროდუქტის კომბინაციით მიიღებთ ძალიან ლამაზ წაბლისფერ ფერს დახვეწილი ბზინვარებით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხახვის ფოჩები (კარგად სავსე) 1 ჩ. ჭ.
  • ადუღებული წყალი 1 ჩ. ჭ.
  • ხნა 1 შეფუთვა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ხახვის ფოჩებს დაასხით ადუღებული წყალი და ადუღეთ 5-7 წუთი, გააგრილეთ და გადაწურეთ. შემდეგ ნარევი გააცხელეთ, არ აადუღოთ და შეურიეთ ხნა.

ხელნაკეთი საღებავი გააგრილეთ და ფუნჯის საშუალებით წაისვით თმაზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ მინიმუმ 3 საათი. რაც უფრო მეტხანს გაიჩერებთ მით უკეთესია.

ხელნაკეთი საღებავების გამოყენების დროს აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები.