თუკი ჯანსაღად იკვებებით, ვარჯიშობთ და აქტიურად ცდილობთ წონაში დაკლებას, თუმცა ზედმეტ კილოგრამებს მაინც იმატებთ, ესეიგი თქვენს პროგრესს ყოველდღიური ჩვევებით აყოვნებთ. ბევრი ადამიანი ვერც კი იაზრებს იმას, რომ მათი დილსი რიტუალები საოცნებო ფორმების მიღებაში უშლით ხელს მათ.
ბევრი გძინავთ
ძილის ნაკლებობის შემთხვევაში ორგანიზმი სტრესის ჰორმონებს გამოიმუშავებს, თუმცა ზედმეტი ძილიც საკმაოდ არაჯანსაღია თქვენთვის. მაგალითად 10 საათზე მეტი ხნით ძილი სხეულის ინდექსის გაზრდას იწვევს. სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექიმები საშუალოდ 7-9 საათიან ძილს ყოველდღე.
სიბნელეში ემზადებით
გახსენით დარაბები და ფარდები გაღვიძებისთანავე. ცნობილ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით დილაადრიან მზის მიერ მოწოდებული ლურჯი შუქის დანახვა თვენს მეტაბოლიზმს ააჩქარებს და ორგანიზმს გამოღვიძებაში დაეხმარება. 20-30 წუთით დღის შუქის დანახვაც კი პოზიტიურად აისახება თქვენი სხეულის მასის ინდექსზე.
არ ალაგებთ თქვენს ლოგინს
ამერიკის ეროვნული ძილის ფონდის კვლევების მიხედვით გამოჩნდა, რომ ადამიანები რომლებიც დილას საკუთარ ლოგინს ალაგებენ, უფრო ჯანსაღი ძილის რეჟიმით გამოირჩევიან. საერთო ჯამში ჯანსაღი ძილის რუტინა ზოგადად კარგ ფორმაში მყოფ სხეულს უდრის.
აწონვის დავიწყება
კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით დღიური აწონვა წარმატებული მეთოდია წონაში დაკლების პროცესის გასაუმჯობესებლად. სასწორზე დასადგომად საუკეთესო დრო დილაა, როდესაც ჯერ არაფერი დაგილევიათ და გიჭამიათ. წყლის წონას ღამის განმავლობაში კარგავთ, რის გამოც დილას ყველაზე ზუსტ რიცხვს დაინახავთ სასწორის საზომზე.
საუზმეზე ზედმეტად ცოტა საჭმელის ჭამა
თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ უმჯობესია დილას თქვენი თავი გაანებივროთ გემრიელი საუზმეთი. დაბალანსებული საუზმე, რომელიც პროტეინის 600 კალორიას და ნახშირწყლებს შეიცავს, ასევე დესერტთან ერთად თქვენი დღიური გეგმების შესრულებაში ძალიან შეგიწყობთ ხელს. ეს ასევე წონაში კლების პროცესსაც გაგიადვილებთ.