როგორ გავასტერილოთ ქილები: ეს მეთოდი ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს

3588

ბოსტნეულის დაკონსერვება ზამთრისთვის საკმაოდ რთული პროცესია. მომზადების რეცეპტი უამრავია. თუმცა, ბევრი დიასახლისი შეცდომას დასაწყისშივე უშვებს. როგორ გავასტერილოთ ქილები სწორად? მოდით, ამ საკითხში უფრო დაწვრილებით გავერკვეთ.

როგორ გავასტერილოთ ქილები

ქილების სტერილიზაციის პროცესი აუცილებელია ბაქტერიების მოსასპობად. თუ ამას არ შეარსრულებთ, დაკონსერვებული ბოსტნეული გაფუჭდება. ყველაზე მარტილი და პოპულარული საშუალებაა მაღალტემპერატურული დამუშავება. ამის გაკეთება შეიძლება:

  • ქილების დამდუღრვით
  • ან ორთქლით დამუშავებით.

ორივე მეთოდი ეფექტურია. დეტალურად გავარჩიოთ თითოეული მათგანი.

დამდუღრვა

ეს ძალიან მარტივი გზაა. ქილები უბრალოდ მოათავსეთ სახლში არსებულ მაქსიმალურად ღრმა ჭურჭელში, დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. წყლის ადუღებიდან 5 წუთში ქილები გასტერილებული იქნება.

სხვათაშორის, მაღალმთიანი რაიონის მაცხოვრებლებისთვის ეს მეთოდი არ გამოდგება, რადგან, სიმაღლის ზრდასთან ერთად, წყლის დუღილის ტემპერატურა იკლებს, რაც საკმარისი არაა ბაქტერიების გასანადგურებლად.

ორთქლით დამუშავება

შესანიშნავი მეთოდია იმ შემთხვევებში, როცა დიდი ზომის ქილებია დასამუშავებელი. უბრალოდ მოათავსეთ იგი ყელით ჩაიდანში და აადუღეთ წყალი.

ქიმიური მეთოდები ქილების გასასტერილებლად

დიდი რაოდენობით ქილების გასასტერილებლად ქიმიურ მეთოდებს იყენებენ. არსებობს შემდეგი ვარიანტები:

  • წყალბადის ზეჟანგი;
  • სპეციალური ხსნარი.

ასეთი ხერხით ნებისმიერი მოცულობის ქილის გასტერილება შეიძლება. პრობლემა კი სხვა რამეში მდგომარეობს: ხშირად, დიასახლისი არ ელოდება ჭურჭლის სრულად გაშრობას და კონსერვირებას პირდაპირ, სტერილიზაციის დასრულებისთანავე იწყებს. ეს შეცდომაა. ამასთან, ასე კვებითი მოწამლვის გამოწვევაც შეიძლება.

წყალბადის ზეჟანგი

მოამზადეთ ზეჟანგის სუსტი ხსნარი წყალში და მასში მოათავსეთ ქილები 10-20 წუთით. შემდეგ ქილები ამოიღეთ და გააშრეთ.

სპეციალური ხსნარი

მაღაზიებში იყიდება სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებიც, რომლებსაც სხვადასხვა მწარმოებელი გვთავაზობს. გამოყენების ტექნიკა თითოეული შემთხვევისთვის უნიკალურია, ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუქციის მიხედვით.

თქვენ როგორ ასტერილებთ ქილებს?