აგარაკზე მუშაობის სეზონი დაიწყო. კარტოფილი უკვე დარგეთ? დრო მოვიდა კვლებსაც მიხედოთ. ცალკე ყურადღება კიტრს დაუთმეთ. ის, ვინც კიტრს სათბურში ზრდის, სწორედ ახლა თესლის მიწაში დარგვას იწყებენ.
საუკეთესო დრო კიტრის დასარგავად – მაისის შუა პერიოდი, როცა ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს აღწევს. დარგვის წინ ნიადაგი უნდა მოამზადოთ, მოთოხნოთ, ნაკელით გაამდიდროთ, შემდეგ კი თავად თესლი მოამზადოთ.
როგორ მოვუაროთ კიტრს
მარლაზე, ბინტზე ან უბრალო ქსოვილზე კიტრის თესლები მოათავსეთ. შემდეგ ქსოვილი ორად გაკეცეთ და თბილ წყალში დაასველეთ.
ეს თესლის გასაღვივებლად კეთდება. იმწამსვე ყველა არ გაიზრდება, ზოგიერთი ცარიელი აღმოჩნდება, ზოგი დალპება, ამიტომ ისინი გადაყარეთ.
პერიოდულად ტენიანობა შეამოწმეთ და ქსოვილი განმეორებით დაასველეთ, მაგრამ არა ძლიერ, რომ თესლი წყალში არ ცურავდეს. 3-5 დღე თბილ ადგილას გააჩერეთ, სადაც ტემპერატურა 20-ზე მაღალი იქნება.
როგორ დავრგოთ კიტრის თესლი სწორად? კარგი თესლი მრგვალ ფოსოში ან გრძელ კვალში დარგეთ. კვლები თოხით გააკეთეთ, რიგებს შორის დაშორება მინიმუმ 40 სმ უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ კიტრი მომავალში ძლიერ იზრდება და იხლართება.
თესლები 5 სმ სიღრმეში, ერთმანეთისგან 20 სმ-ს დაშორებით დარგეთ. შემდეგ კვლებს ზემოდან მიწა მოაყარეთ და წყალი დაასხით.
თუ ფოსოში რგავთ, თითოეულში 2-2 თესლი დარგეთ. როცა აღმოცენდება, გაყავით და თითოეულში ერთი აღმონაცენი დატოვეთ. ფოსოს სიღრმე დაახლოებით 5 სმ, ფოსოებს შორის დაშორება 60 სმ უნდა იყოს.
კიტრი ერთ ადგილას 5 წელიწადში მაქსიმუმ ერთხელ დარგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძლიერ დაავადდება. კარგი იქნება თუ დარგავთ იქ, სადაც გასულ წელს პომიდორი, სიმინდი, ბარდა და ახალი კარტოფილი გქონდათ დარგული.
კიტრის კვლები სარეველებისგან ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. პირველი 3 კვირის განმავლობაში, სანამ მცენარე პატარაა, მიწა 5 სმ სიღრმემდე ფრთხილად გააფხვიერეთ. მომავალში ასე კვირაში ერთხელ გააკეთეთ. თავად რიგებიდან სარეველები ხელით ამოთხარეთ.
კიტრის ნაყოფს ზრდის და ფორმირების პერიოდში ბევრი წყალი სჭირდება. შესაძლებლობის მიხედვით თბილი წყლით მორწყეთ. ყვავილობამდე – ყოველ 6-8 დღეში ერთხელ, ნაყოფიერების დროს ყოველ 3-4 დღეში ერთხელ. ფანატიზმის გარეშე, თუ წვიმა წამოვიდა, მორწყვა გამოტოვეთ.
კიტრს სხვადასხვა მკვებავი ნივთიერება, ორგანული და მინერალური სასუქი მუდმივად უნდა მიაწოდოთ.
პირველად, კიტრი ყვავილობის პერიოდში გამოკვებეთ. 10 ლ წყალში თითო ს/კ შარდოვანა, სუპერფოსფატი, ნატრიუმის სულფატი და 1 ჭიქა გულსოსანა გახსენით. თითოეულ მცენარეს თითო ჭიქა ხსნარი დაასხით.
ნაყოფიერების პერიოდში 4-ჯერ გამოკვებეთ ასეთი ხსნარით: 10 ლ წყალში 1 ს/კ ნიტროფოსკი და 1 ჭიქა ქათმის განავალი გახსენით. 1 ლ ხსნარით თითოეული მცენარე მორწყეთ.
მთავარ ღეროზე 6-7 ფოთლის გამოჩენის შემდეგ კიტრი უნდა გადაჭრათ, რომ მცენარის განშტოებას სტიმულირება მისცეთ და მოსავლიანობა გაზარდოთ. ასევე თითოეული მცენარე უნდა გაამაგროთ. ფესვებიდან 10 სმ-ს დაშორებით მიწაში ჯოხი ჩაარჭეთ და მასზე კიტრის ღერო მიამაგრეთ.
კიტრს სხვადასხვა დაავადება ხშირად აწუხებს. ყველაზე გავრცელებულია: ფესვების ლპობა და ფოთლების ნაადრევი გაყვითლება. ამ უსიამოვნებთან ბრძოლაში ხალხური საშუალებები დაგეხმარებათ.
ფესვების ლპობა ცივი წყლით ხშირი მორწყვის, ნიადაგის ჭარბი ტენიანობის და გაზრდილი ტემპერატურის დროს წარმოიქმნება. დაავადების პროცესში წარმოქმნილი ნაკაწრები იოდის ხსნარით დაამუშავეთ. 1 ლ რძე, 20 გრ დაქუცმაცებული საპონი, 30 წვეთი იოდი და 10 ლ წყალი აურიეთ. 10 დღეში ერთხელ ამ ხსნარით დაამუშავეთ.
როგორ დავიცვათ კიტრი დაავადებებისგან? გაყვითლებული ფოთლები რძის შრატის ან კეფირის ხსნარით მორწყეთ ( 2 ლ 10 ლ წყალზე). პარალელურად, კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით მორწყეთ.
კიტრის მოსავლის დროულად აღება არ დაგავიწყეთ. გადამწიფებული კიტრი მცენარეს ბევრ ძალას ართმევს და ახალი კიტრის წარმოქმნის საშუალებას არ აძლევს. ის უზარმაზარ ზომამდე იზრდება, წყლიანი და უგემური ხდება. ოპტიმალური ვარიანტი – ახალი კიტრი 4 დღეში ერთხელ მოკრიფეთ.