უსიამოვნო სუნსა და ფრჩხილების დეფორმაციას სამუდამოდ წარსულში მოიტოვებთ, თუ მარტივ საშინაო რეცეპტს გამოიყენებთ

ონიქომიკოზი კანისა და ფრჩხილის სოკოვანი ინფექციაა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ თითქოს არ არის სერიოზული დაავადება, მაგრამ თუ დროულად არ დაიჭერთ თადარიგს, შეიძლება გახდეს ქრონიკული, გავრცელდეს, გამოიწვიოს დისკომფორტი და დაზიანებული ფრჩხილის დაკარგვაც კი.

არსებობს პირობები, ფაქტორები და დაავადებები, რომლებიც ხელს უწყობს ონიქომიკოზის განვითარებას, მაგალითად:

  • დიაბეტი
  • დაბალი იმუნიტეტი
  • პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადება
  • ასაკი
  • გადაჭარბებული ოფლით გამოწვეული ტენიანობა
  • ჰიგიენის არასათანადოდ დაცვა
  • დაზიანებები

უამრავი ბუნებრივი მეთოდი არსებობს, რომელთა დახმარებით შეძლებთ მოცემული პრობლემის აღმოფხვრას.

სტატიაში შემოგთავაზებთ არომათერაპიაზე დაფუძნებულ  მკურნალობას, რომლითაც შეძლებთ ფრჩხილის სოკოს მოშორებას.

ონიქომიკოზის სამკურნალოდ ყველაზე ეფექტური  ეთერზეთი არის ჩაის ხის ზეთი.

მის აქტიურ ინგრედიენტებს, ტერპენის სპირტებს, აქვს  ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიპროტოზოული და ანტივირუსული თვისებები.

  1. ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო ნაზავის მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით აიღეთ ჩაის ხის ეთერზეთი და არგანის ზეთი ან ზეითუნის ზეთი, ან მზესუმზირის ზეთი.
  2. ფეხები დაიბანეთ და გულმოდგინედ შეიმშრალეთ.
  3. მომზადებული ნაზავი ბამბის ტამპონით შეიზილეთ დაზიანებულ ფრჩხილზე. სამკურნალო პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ.

მოცემული მეთოდით მკურნალობა გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე. გისურვებთ ჯანმრთელობას!