110 წლის ინგლისელი ქალბატონი ამბობდა, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო – ვისკია

სამწუხაროდ, გუშინ გრეის ჯონსი გარდაიცვალა 112 წლის ასაკში. 50 წლიდან, იგი ყოველ საღამოს მიირთმევდა 1-2 ყლუპ ვისკის და თვლიდა, რომ სწორედ ეს სასმელი ჩუქნიდა მას სიცოცხლის დამატებით წლებს.

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა უხუცესმა მაცხოვრებელმა, რომელმაც 2 წლის წინ თავისი 110-ე იუბილე აღნიშნა, განაცხადა, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო ვისკის ყოველდღიური მოხმარებაა. გრეის ჯონსი, რომელსაც მეგობრები “გასაოცარ გრეისს” უწოდებდნენ, დიდი ბრიტანეთის 10 უხუცესთა შორის ერთ-ერთი იყო. კითხვაზე, თუ როგორ შეძლო ამ ასაკის მიღწევა, მან უპასუხა, რომ მისი საიდუმლო ალაოს ვისკი, The Famous Grouse-ია. მას “გასაოცარი გრეისი” ყოველ საღამოს მიირთმევდა, 60 წელზე მეტხანს.

გრეისმა, რომელიც ვუსტერშირის საგრაფოს ბროდვეიში ცხოვრობდა, 50 წლის ასაკში რეკომენდაცია მიიღო ექიმისგან.

-“ჩემმა ექიმმა მირჩია ვისკის დალევა, მითხრა, რომ ეს სასარგებლო იქნებოდა ჩემი გულისთვის. თავს ჯერ კიდევ 60 წლისად ვგრძნობ. შესანიშნავად ჯანმრთელი და ძალებით აღსავსე ვარ!”.

“გასაოცარი გრეისის” ქალიშვილი, 78 წლის დეიდრა ამბობდა, რომ დედამისი უჩვეულო ქალი იყო: “იგი ექსტრაორდინალურია. ჩემთვის ის ყველაზე გლამურული, ლამაზი და ჭკვიანია. ბედნიერი ვარ, რომ იგი დღემდე ჩვენთანაა.”

დიდი ბრიტანეთის უხუცესი ქალბატონი დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ დაიბადა, მოესწრო 27 პრემიერ-მინისტრის შეცვლას, ორივე მსოფლიო ომს და მიიღო 7 მისალოცი ბარათი ელიზაბეტ II-ისგან.