ადამიანების უმრავლესობა მთელი ცხოვრება ეძებს იდეალური ვიზუალის შესანარჩუნებელ ფორმულას. სწორედ ეს აღმოაჩინა კაროლინ ჰარცმა, რომელიც 70 წლისაა და ახალგაზრდულ გარეგნობასა და სილამაზეს მხოლოდ ერთ პროდუქტზე უარის თქმის შედეგად ინარჩუნებს.
კაროლინს უკვე 4 შვილიშვილი ჰყავს, თუმცა ისე გამოიყურება, რომ მას ბებიას ვერ დაუძახებთ. მისი აზრით სილამაზის შენარჩუნების მთავარი ფორმულა იმის კონტროლია, თუ რას ჭამთ. ასევე 70 წლის ავსტრალიელი ბებია ფეხების ვარჯიშებსაც ძალიან მნიშვნელოვნად თვლის.
იგი ასევე არასდროს ამბობს რაიმეზე უარს ასაკის გამო და ამჟამად ჩოგბურთის თამაშითაც კია დაკავებული.
მისი სილამაზის საიდუმლო მარტივია. 30 წლის წინ კაროლინმა მთლიანად ამოიღო საკუთარი მენიუდან ყველაფერი, რაც კი გადამუშავებულ თეთრ შაქარს შეიცავდა. ამის მიზეზი დიაბეტი გახლდათ.
1 წლის შემდეგ კაროლინის ორგანიზმი გამოკეთდა და მისი შაქრის დონე დაბალანსდა. თუმცა მას არასდროს მოსწონდა ასე ცხოვრება, რადგან ყველა მისთვის საყვარელ კერძზე უარის თქმა უწევდა.
სწორედ ასე აღმოაჩინა მან ტკბილეულის ჭამის უსაფრთხო ხერხი: მან ხელოვნური დამატკბილებლების მწარმოებელი კომპანია დააარსა.
კაროლინს დიეტის გარდა ასევე დღეში 8 საათი ძილიც მიაჩნია მისი სილამაზის საიდუმლოდ. თუმცა, უშაქრო მენიუს გარდა იგი ასევე სიარულით, მედიტაციით და სხვადასხვა სპორტითაც ინარჩუნებს სიჯანსაღეს. იგი ასევე აღიარებს, რომ რამდენიმე მცირე ქირურგიული ოპერაციაც აქვს გაკეთებული.
როგორც დედა და გამოცდილი პიროვნება, კაროლინს სჯერა, რომ ცხოვრება იდეალური არ არის და ყველაფერი ყოველთვის ისე არ განვითარდება, როგორც ჩვენ გვსურს. თუმცა, მისი თქმით როდესაც რაიმე გამოწვევა ან წარუმატებლობა გვეღობება წინ, ეს სწორედ ცხოვრების მიერ იმის მინიშნებაა, რომ სხვა მხარეს უნდა წავიდეთ. კაროლინს სჯერა, რომ როდესაც ერთი კარი იკეტება, ამ დროს მეორე იღება ჩვენთვის. სწორედ ამიტომ აცხადებს იგი, რომ თუკი ოდესმე დავეცემით, ასეთ დროს ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა და ამიტომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად.