რას არ ვაკეთებთ, რომ თავი უფრო ახალგაზრდული წარმოვაჩინოთ. თუ საქმეს გონივრულად მივუდგებით ზიანის შემცირებას შევძლებთ.
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბის რეცეპტი კოსმეტოლოგმა, საოპერაციოს ყოფილმა ექთანმა მომცა.
ახლა გერმანიაში ცხოვრობს, მაგრამ იქ მისი მეთოდის გამოყენება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რადგან მრავალწლიანი ტესტირება ჩატარებული არაა. სხვა ქვეყნებში უკვე ათეული წლებია იყენებენ და ჯერ გვერდითი ეფექტი არ გამოვლენა.
თქვენ დაგჭირდებათ:
- დიმექსიდი
- სოლკოსერილის გელი
ამ საშუალებების შეძენის შემდეგ მგრძნობელობაზე ტესტი ჩაიტარეთ: ჯერ მდუღარე წყალში გახსნილი დიმექსიდი (1:10) მაჯაზე წაისვით და მთელი დღე ორგანიზმის რეაქციას დააკვირდით. შემდეგ ამ ადგილას სოლკოსერილი წაისვით და კვლავ დააკვირდით, კანი ხომ არ გაწითლდა ან შეშუპებული ხომ არაა.
თუ ყველაფერი წესრიგშია, მის გამოყენებას შეუდექით.
- აბაზანა მიიღეთ, სახე რაიმე ნეიტრალური საშუალებით გაიწმინდეთ და კარგად შეიმშრალეთ. დიმექსიდი მდუღარე წყალში 1:10 პროპორციით გახსენით, ბამბის ტამპონი ამ ხსნარში დაასველეთ და სახე გაიწმინდეთ.
- ამის შემდეგ სოლკოსერილის გელი სქლად წაისვით და 1 საათით გაიჩერეთ, პერიოდულად სახე ანადუღარი წყლით დაინამეთ, რომ გელი არ გამოშრეს. დროის გასვლის შემდეგ გელი სველი ბამბის ტამპონით მოიშორეთ.
- კარგად ჩამოიბანეთ. ნეიტრალური, უცხიმო, სასურველია ჰიპოალერგიული, კრემი წაისვით. დასაძინებლად დაწექით.
დილით სარკეში ჩახედვისას აღმოაჩენთ, რომ წვრილი ნაოჭები გაქრა, ხოლო ღრმა ნაოჭები თითქმის უხილავია. ამ პროცედურის 2 თვეში ერთხელ ჩატარება საკმარისი იქნება.
უფრო ხშირად მხოლოდ მაშინ გაიკეთეთ, თუ წვრილი ნაწიბურების მოშორება გსურთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ნარევი და გელი არა მთელ სახეზე, არამედ მხოლოდ იმ კონკრეტულ ადგილზე წაისვით.
აბსოლუტური უკუჩვენება – დამწვრული ნაწიბურის წარმოქმნა ან რომელიმე კომპონენტზე ალერგია.
ამ საშუალებას უკვე 3 წელია ვიყენებ და მიუხედავად იმისა, რომ სახის დამანჭვა ძალიან მიყვარს, ახალი „ასაკობრივი კვალი“ არ გამოჩენილა, ხოლო ძველიდან სასაცილო რაოდენობა დარჩა.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.