სოკოვანი ინფექცია ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეთ როგორც ფეხის, ისე ხელის ფრჩხილებზე. გარდა იმისა, რომ მიკოზი ესთეტიკურად უსიამოვნო დასანახია, შეიძლება შედეგად ფრჩხილის დაკარგვაც მოჰყვეს. სოკოვანი ინფექცია იწვევს ქავილს, წვას, ტკივილს. საბედნიეროდ, უამრავი ბუნებრივი საშუალება არსებობს, რომლებიც ამ უსიამოვნო დაავადებისგან მარტივად და სწრაფად გაგათავისუფლებთ.
ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებათა შორის ყველაზე ეფექტური კურკუმაა, რომელიც თავისი უძლიერესი შემადგენლობის წყალობით კურნავს და აძლიერებს ფრჩხილის ფირფიტას.
კურკუმა ჯანჯაფილისებრთა ოჯახს მიეკუთნება და ის საოცრად ეფექტურად ხსნის ტკივილებს, ანთების საწინააღმდეგო საშუალება და უძლიერესი ანტიბიოტიკია.
მინერალებით, ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით მდიდარი კურკუმა ეფექტურად უმკლავდება მიკოზის გამომწვევ მიკროორგანიზმებს.
სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად რეკომენდებულია კურკუმას დაამატოთ ქოქოსის ზეთი და შავი პიმპილი. გარდა იმისა, რომ ქოქოსის ზეთს სოკოს საწინააღმდეგო დამანგრეველი ეფექტი აქვს, ატენიანებს და კვებავს ფრჩხილს.
ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო მალამოს რეცეპტი
საჭირო იგრედიენტები:
- კურკუმას ფხვნილი 3 ს. კ.
- ქოქოსის ზეთი 3 ს. კ.
- შავი პიმპილი 2 მწიკვი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
თავდაპირველად ქოქოსის ზეთი შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე, დაამატეთ კურკუმა, შავი პიმპილი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. გააციეთ და მომზადებული საშუალება ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.
მცირე რაოდენობის მალამო დაიტანეთ დაზიანებულ ფრჩხილზე და სამოქმედოდ 30-40 წუთი დაიტოვეთ. შემდეგ ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ. საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველ დღე, სასურეველი ეფექტის მიღებამდე.
მოერიდეთ მჭიდრო ფეხსაცმლის ჩაცმას, რადგან ის სოკოს ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. დაიცავით ჰიგიენა და ნუ გამოიყენებთ სხვის ნივთებს.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენი ფრჩხილების ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.