რა დავრგოთ სახლის ჩრდილში ჩვეულებრივი გაზონის ბალახის ნაცვლად

ბევრი მიიჩნევს, რომ გაზონის დარგვა განსაკუთრებულ ცოდნას არ მოითხოვს.

ახლა, პრაქტიკულად თითოეული აგარაკის ნაკვეთი მოვლილი გაზონებით არის დაფარული. უმეტესობა მათგანი არა პირადად აგარაკის მფლობელმა, არამედ სპეციალურად დაქირავებულმა თანამშრომელმა დარგო.

სწორედ ამ სპეციალისტებმა ზუსტად იციან, რომ გაზონებით მოვლილი ეზოს შექმნა არც თუ ისე მარტივი საქმეა. სწორედ ამიტომ, სანამ საქმეს დამოუკიდებლად შეუდგებით, პროცესის შესახებ რამდენიმე დეტალი უნდა იცოდეთ.

დღეს რედაქცია სწორედ ასეთ დეტალებს გაგაცნობთ.

გაზონის დარგვა

საკარმიდამო ნაკვეთზე გაზონის სწორად დარგვა – პირველ რიგში ნიშნავს, ამა თუ იმ ნაკვეთისთვის შესაფერისი მცენარეების სახეობის სწორად შერჩევას.

მაგალითად, ჩვეულებრივი გაზონის ბალახის ჩრდილში გაზრდა პრაქტიკულად შეუძლებელია. ის სარეველებით და ხავსით გაივსება, რაც ლანდშაფტის მთავარი სილამაზე ნამდვილად ვერ გახდება.

ჩრდილში გაზონის დასარგავად საუკეთესო ალტერნატიულ ბალახს წარმოადგენს მიწის დამფარავი მცენარეები, რომლებიც გადამბულად იზრდებიან.

ფხვიერ ნიადაგში გამოგადგებათ ისეთი მცენარეები, როგორიცაა გველის სურო ან ფუჭფუჭა.

სხვა შემთხვევაში დასარგავად კარგი ვარიანტი იქნება თიარელა, პაქისანდრა, პირწმინდა, ასევე ხარისჩლიქა.

ასეთი კულტურები არა მხოლოდ ყვავილების შესანიშნავ ფონს შექმნიან, არამედ ბაღს ორიგინალობას შემატებენ და ნიადაგს რღვევისა და გამკვრივებისგან დაიცავენ. გარდა ამისა, უამრავ დეკორატიულ მცენარეებს შორის წარმოდგენილი სახეობები მეტნაკლებად ყინვაგამძლეები არიან.

აღსანიშნავია, რომ მცენარის არჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ დეკორატიული თვისება, არამედ ის, თუ როგორი კლიმატი არის მათთვის უფრო ხელსაყრელი.

იმ ადგილას, სადაც ზაფხულში ხშირია გვალვა, სჯობს ზემოთ ნახსენები გველის სურო ან ფუჭფუჭა დარგოთ. ასეთ რეგიონში ჩიტიწვივაც თავს კარგად გრძნობს.

თუ ნაკვეთი მდებარეობს იქ, სადაც ნიადაგი განსაკუთრებული სიმკვრივით გამოირჩევა და ტენს დიდხანს ინარჩუნებს, არჩევანი შეაჩერეთ შემდეგ მცენარეებზე: ჩიტისთვალა, პირწმინდა და ჭაობის თელიპტერისი. ვარიანტის სახით შეგიძლიათ განიხილოთ ხარისჩლიქა, მეჰანია.

დარგვის შემდეგ მცენარეების მოვლა არ დაგავიწყდეთ. ისინი საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეები არიან, მაგრამ პერიოდულად გამოკვება და მორწყვა მაინც სჭირდებათ.