გსურთ, გათავისუფლდეთ ზედმეტი წონისგან, მაგრამ გახდომის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. შემოგთვაზებთ რამდენიმე საოცარი სასმელის რეცეპტს, რომლებიც დაგეხმარებათ წონის სწრაფად კორექციაში. აირჩიეთ ერთ-ერთი ნაყენი და ძალიან სწრაფად დაემშვიდობეთ ზედმეტ კილოგრამებს.
ჭარბი წონის ერთ-ერთი მიზეზი არის სითხის შეკავება ორგანიზმში და ასევე ცხიმოვან უჯრედებში. ცხიმოვანი უჯრედები, როგორც ღრუბელი ისე შეიწოვს და აკავებს წყალს. ეს პროცესი იწვევს წონის მომატებას და აფერხებს გაცვლის პროცესებს.
სწორედ მაშინ, როცა გამოიყოფა ზედმეტი სითხე, ცხიმები იწყებს წვას. ამასთანავე ზედმეტ სითხესთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის ტოქსინები. ცხიმოვან უჯრედებში წესრიგდება გაცვლის პროცესები და ძლიერდება ცხიმების წვა.
შემოგთავაზებთ 6 უძლიერეს რეცეპტს, რომლეთა მომზაადებაც შეგიძლიათ საშინაო პირობებშიც.
რეცეპტი N 1
2 ს. კ. დედა და დედინაცვლის ფოთლებს დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, დააყოვნეთ 1 საათი თერმოსში და მიიღეთ 1 ს. კ. ოდენობით დილას-საღამოს.
რეცეპტი N 2
1 ჩ. კ. არყის ხის გამხმარ ფოთლებს დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, დაამატეთ ნახევარი ჩ. კ თაფლი. მიიღეთ დილა-საღამოს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
რეცეპტი N 3
25-30 გრ შავი მოცხარის ფოთლებს დაასხით 500 მლ ადუღებული წყალი, მიიღეთ ნახევარი ჩ. ჭ. ნაყენი დღეში 3-ჯერ.
რეცეპტი N 4
2 ს. კ. მშრალი კენკრისა და მარწყვის ფოთლებს დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, დააყოვნეთ 2 საათი. მიიღეთ 1 ს. კ. ოდენობით დღეში 4-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
რეცეპტი N5
2 ჩ. კ. გამხმარ კალენდულას ფოთლებს დაასხით 500 მლ ადუღებული წყალი, დააყოვნეთ 20 წუთი. მიიღეთ ნახევარი ჩ. ჭ. ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ.
წონაში დაკლებას დაიწყებთ სადრენაჟო სასმელის მიღებისთანავე. იკლებს თქვენი სხეულის გარშემოწერილობა, კანი ხდება ელასტიური. კიდევ უფრო მეტად გალამაზდებით, გაახალგაზრდავდებით და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მიიღეთ შემოთავაზებული რეცეპტების მიხედვით მომზადებული თქვენთვის სასურველი ნაყენი და დატკბით თქვენი სილამაზით.