აბუსალათინის ზეთს ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ ერთ ერთი საუკეთესო კოსმეტიკური საშუალება. ის დიდი ხანია თავის მოვლისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელ საშუალებად გამოიყენება. მისი გამოყენება ყველა მსურველს შეუძლია.
აბუსალათინის ზეთი არ იწვევს შეჩვევას. ასევე ჰიპოალერგიულია. ამ საშუალებას იოლად შეგვიძლია სასწაული ვუწოდოთ. ეს კი მისი სასწაულმოქმედი შემადგენლობის დამსახურებაა.
აი, რატომ უნდა გვქონდეს ეს საშუალება საოჯახო აფთიაქში:
1. პარეზებისა და ჭრილობების სამკურნალოდ
თავისი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, აბუსალათინი შედის ვიშნევსკის მალამოს შემადგენლობაში. მას დაზიანებულ კანზე ისვავენ. მტკივნეული ადგილის ბინტით შეხვევა ან ლეიკო პლასტირის გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
2.კოჟრების და ფეხის ტერფებზე გამაგრებული კოჟრების დასარბილებლად და ფეხებიდან ტკივილის შეგრძნების მოსახსნელად.
ამ შემთხვევაში კვირაში ორჯერ, ან შესაძლებელია მეტჯერაც, ძილის წინ, აბუსალათინის ზეთი ფეხებში უნდა შეიზილოთ და ბამბის წინდები ამოიცვათ. დილით კანი რბილი და ხავერდოვანი იქნება, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნება კი მთლიანად გაქრება.
3.ჯანმრთელი თმებისთვის
აბუსალათინის ზეთი თმის ზრდას უწყობს ხელს, ცვენას ამცირებს და თმის ძირებს ამაგრებს. აბუსალათინის ზეთი კარგად მოქმედებს იმ ადგილებზე, რომელიც ალოპეციითაა დაზიანებული.
4. ყაბზობის მოსაცილებლად
ერთი ჩაის კოვზი (ან 2 კაფსულა) აბუსალათინის ზეთი, ნახევარ საათში გაგინთავისუფლებთ ნაწლავებს. სიფრთხილით მოიქეცით: დოზის გადამეტება ძალზე სახიფათოა. იწვევს გულის რევას, ღებინებას და თავბრუს ხვევას.
5.კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად
ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ წრიული მოძრაობით კუნთებზე წაისვით ზეთი, ის აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და ტკივილს ამცირებს. უფრო მეტი სამკურნალო და დამამშვიდებელი ეფექტის მისაღებად დაამატეთ პიტნის ზეთი.
6.სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად
რინონოლის მჟავა, რომელიც აბუსალათინის შემადგენლობაში შედის ლიმფური სისტემაზე შეშუპების საწინაარმდეგო მოქმედებას ახდენს. ის ეხმარება ორგანიზმის ქსოვილებიდან და ცხოველმყოფელობის პროდუქტების გამოდევნას.
7.კანის პრობლემების მოსაშორებლად
თავისი ანტიმიკრობული და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებების წყალობით, ეს ზეთი კარგად მოქმედებს კანზე-აცილებს პაპილომებს, აკნესა და მეჭეჭებს. ერთ ერთი გამოკვლევის მიმდინარეობისას, აღმოაჩინეს, რომ აბუსალათინის ზეთი დადებითად მოქმედებს პროფესიული დერმატიტის მკურნალობისას.
8.უძილობისას
ამბობენ, რომ თვალის ქუთუთოზე მცირე რაოდენობით აბუსალათინის წასმა, დაგეხმარებათ უფრო სწრაფად დაძინებაში. აბუსალათინის ზეთი, თქვენს ძილს უფრო ღრმას და უფრო ხანგრძლივს გახდის.
9.სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ
აბუსალათინის ზეთი სოკოვან დაავადებებსაც მშვენივრად უმკლავდება. გაათბეთ ზეთი, და ძილის წინ დაზიანებულ ადგილზე წაისვით და მთელი ღამით დატოვეთ. ერთი კვირის განმავლობაში გაიმეორეთ, სანამ ინფექცია მთლიანად არ გაქრება.
10.კანის დასატენიანებლად
კანის დამატენიანებელი მალამო. აბუსალათინის ზეთში შემავალი ცხიმოვანი მავები, კვებავს და ატენიანებს მშრალ კანს. ერთი ჩაის კოვზი ზეთი ხელისგულებზე გაინაწილეთ და სახის კანზე წაისვით.
11.ლაქების მოსაცილებლად
ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებების გამო, აბუსალათინის ზეთი ლაქებზე, აკნესა და მეჭეჭებზე დადებითად მოქმედებს. აბუსალათინის ზეთს დადებითი ეფექტი აქვს პროფესიული დერმატიტის მკურნალობის დროს.
12.საკვები კონსერვანტის როლში
კონსერვანტის როლშიგამომშრალ მარცვლეულ პროდუქტებს შეიძლება აბუსალათინის ზეთი მოასხათ, ეს მას არა მარტო გაფუჭებისგან, არამედ მიკრობებისა და მავნე ნივთიერებებისგანაც დაიცავს.
13.როგორც საპოხი
სახლში თუ გაქვთ გასაპოხი ნივთები (ანჯამები რომლებიც ჭრაჭუნებს, მაკრატელი ან ხორც საკეპი მანქანა) აბუსალათინის ზეთი მშვენივრად მუშაობს. თავისი ცხიმიანობის გამო, აბუსალათინის ზეთი არ იყინება, ამიტომაც მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე ეფექტურად მუშაობს.
14.ფრჩხილის გასამაგრებლად
თუ მტვრევადი ფრჩხილები გაქვთ, ყოველდღე აბუსალათინის ზეთი წაისვით.ის მხოლოდ ფრჩხილების გამაგრებაში კი არ დაგეხმარებათ, არამედ ნუნბს და ფრჩხილის გარშემო გამაგრებულ კანსაც დაგირბილებთ.
15.წარბების და წამწამების გასაზრდელად
წარბების და წამწამების ზრდის გასაუმჯობესებლად, მასზე აბუსალათინის ზეთს ისვავენ. ეს დღეგამოშვებით გააკეთეთ. არ დაგავიწყდეთ ზედმეტი ზეთის ღრუბლის დახმარებით მოცილება. ერთი თვის შემდეგ, წამწამები უფრო გრძელი, ხშირი და ფუმფულა გახდება.
16.თმის მტვრევადი ბოლოებისთვის
აბუსალათინის ზეთი წაისვით თმის ბოლოებზე დაახლოებით ერთი სანტიმეტრის სიმაღლეზე. ეს დღეგამოშვებით გააკეთეთ. ის დაგეხმარებათ თმის დატენიანებაში და მას ჯანმრთელ ბზინვარებას შესძენს.
17.ჯანმრთელი ნაწლავებისთვის
ატმის ან მოცვის წვენში მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი შეურიეთ, ამით ნაწლავების მუშაობას ხელს შეუწყობთ. ზედმეტი გულმოდგინება არ გამოიჩინოთ, რადგან აბუსალათინის ზეთი ბუნებრივი საფაღარათო საშუალებაა.
18.აკნესთვის
ცნობილია, რომ აბუსალათინის ზეთი არა მარტო ამცირებს ანთებას, არამედ სპობს ბაქტერიებს და სწრაფად ასუფთავებს კანს. უფრო მეტი შედეგის მისაღწევად ეს საშუალება ძილის წინ გამოიყენეთ.
19.აბუსალათინის ზეთი-ზედმეტ წონასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება
ხელს უწყობს საჭმლის მონელების ნორმალიზებას. სერიოზულ საფაღარათო ეფექტს ახდენს. ორგანიზმიდან შლაკები, ტოქსინები და მავნე ნივთიერებები გამოაქვს. ამას გარდა, მასში შემავალი მიკროელემენტები ორგანიზმს სასარგებლო ცხიმებით ამარაგებს.
20.აბუსალათინის ზეთი ქერტლთან ბრძოლაში შესანიშნავად გეხმარებათ
საკმარისია გულყვითელას ნაყენის და აბუსალათინის ზეთის თანაბარი პროპორციით შერევა. ნარევი თმაზე თანაბრად გაინაწილეთ. რამდენიმ ეგამოყენების შემდეგ ქერტლი სამუდამოდ გაქრება. თქვენ რისთვის იყენებთ აბუსალათინის ზეთს?