მაჯის არხის კარპალური გვირაბის სინდრომი არის ნერვოლოგიური დაავადებაა, რომელიც თავს იჩენს მაშინ, როდესაც გვირაბი ვიწროვდება ან მასში არსებული მყესები ფართოვდება. აღნიშული მოვლენა ზეწოლას ახდენს შუათანა ნერვზე, რაც იწვევს კარპული არხის სინდრომს. დაავადების პირველი გამოვლინებაა მუდმივი ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება. თუ თქვენ რეგულარულად აღგენიშნებათ ეს სიმპტომები დროულად დაიწყეთ მკურნალობა, რადგან დაავადებას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული სამკურნალო ნარევის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ კარპალური გვირაბის სინდრომით გამოწვეული სიმპტომებისა და ტკივილის აღმოფხვრას.
ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ჯანჯაფილის ბაზაზე მომზადებული ნახარშით შეძლებთ სამკურნალო კომპრესების გაკეთებას.
ნარევის შემადგენლობაში შემავალ ინგრედიენტებს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ევკალიპტის 5 ფოთოლი
- გახეხილი ჯანჯაფილი 2 ს. კ.
- პიტნის 5 ფოთოლი
- წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ პატარა ქვაბში, დაასხით წყალი და აადუღეთ. ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ, გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
- ცივი ნახარშით გააჯერეთ მარლის საფენი და დაზიანებულ ადგილებზე გაიკეთეთ კომპრესი. 30 წუთის შემდეგ საფენი მოიხსენით.
ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი გზაა კვება. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ვიტამინ B6-ით მდიდარი საკვები პროდუქტები: ყავისფერი ბრინჯი, კარტოფილი, ქათმის მკერდი, მწვანე ბოსტნეული, ბანანი. ყველა ეს საკვები ხელს შეუწყობს კარპალური გვირაბის სინდრომის სიმპტომების შემსუბუქებას.