კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ცნობილი ჯანსაღი საჭმელების უმრავლესობა რეალურად საზიანოა ჩვენთვის. თქვენ შეგიძლიათ მიბაძოთ ექსპერტებს და სრულიად უარი თქვათ ამ პროდუქტების ჭამაზე, თუმცა ასევე მისაღებია უბრალოდ მათი დიდი დოზით მიღებისგან თავის შეკავებაც:
უმი ხამანწკები
მსოფლიოში წყლების გათბობის გამო ხამანწკები უამრავი სახის ბაქტერიის გამრავლების ბუდედაა ქცეული, რის გამოც მათი ჭამა მხოლოდ მზარეულის მიერ მომზადების შემდეგაა რეკომენდირებული.
ახლად დაწურული წვენი
ახლად დაწურულ წვენებს შეუძლიათ ინფექციების გამოწვევა მათში არსებული ვირუსებით და ბაქტერიებით. ამიტომ სჯობს მიირთვათ პასტერიზებული წვენები ან თვითონ ხილი.
უმი ხორცი
ხორცის მომზადებისას თუკი ტემპერატურა 160 გრადუსს არ მიაღწევს, მაშინ მასში არსებული სალმონელა და სხვა საშიში ელემენტები არ იხოცება. ამიტომაც მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე მომზადებული ხორცის ჭამაა რეკომენდირებული.
დაფქვილი მარცვლეული
ასეთი პროდუქტები სალმონელა შეიძლება შეიცავდნენ მაშინაც კი, როდესაც ისინი ქიმიურად დამუშავებული არაა და ამის გამო ჯანსაღი გვგონია.
ახალი რძე
ძროხისგან რძის მიღების პროცესი სრულიად სტერილური არ გახლავთ და ამ დროს რძეში შეიძლება მარტივად მოხვდეს ბაქტერია. ამის გამო სჯობს მხოლოდ გადადუღების შემდეგ მიირთვათ რძე.
უმი ბრუსელის ყლორტები
ბოლო 20 წელიწადში ამ პროდუქტით 30 ადამიანი მოიწამლა, რის გამოც მათი უმად ჭამა მართლაც საშიშია. მოამზადეთ ისინი მინიმუმ 160 გრადუსზე.
მოხარშული მდინარის თევზი და მისი წვნიანი
ესპანელი მეცნიერების დასკვნით სუფთა წყლიდან ამოყვანილი თევზის შეწვისას მასში არსებული ბაქტერიების მხოლოდ 18% კვდება, რის გამოც ასევე საჭიროა მინიმუმ მისი შებოლვა, რაც ბაქტერიების 26 პროცენტს ანადგურებს.
ხორცის პროდუქტები
ამერიკული კვლევების მიხედვით უმაღლესი ხარისხის ხორციც კი ნიტრატებს შეიცავს, რასაც კიბოს გამოწვევა შეუძლია. 1 კილო სოსისი შეიცავს 400 პროცენტით უფრო მეტ მარილს და 50 პროცენტით უფრო მეტ ცხიმს ვიდრე იგივე წონის საქონლის ხორცი. ამის მაგივრად ყოველთვის სჯობს შემწვარი ან შებოლილი ხორცის ჭამა.
2 ან მეტი ინგრედიენტით დამზადებული შეფუთული საჭმელი
ასეთი პროდუქტების დამზადებისას გამოიყენება ისეთი კონსერვანტები, რომლების დიდი დოზით მიღებაც ჰორმონების ბალანსის დარღვევას იწვევს. ასეთ დროს ყოველთვის სჯობს თქვენი ხელით მოამზადოთ საჭმელი ახალი პროდუქტებისგან.
წინასწარ გარეცხილი და დაჭრილ ბოსტნეუი და ხილი
ასეთ პროდუქტებს უკვე გამოვლილი აქვთ რამდენიმე ადამიანის ხელი. რაც უფრო მეტი ადამიანი ეხება თქვენს საჭმელს, მით უფრო მეტი ბაქტერიის არსებობა ხდება შესაძლებელი მათ ზედაპირზე.