ბავშვებმაც კი იციან, რომ გაზიანი სასმელების და ლობიოს ერთად მიღებას მოულოდნელი შედეგების მოტანა შეუძლია. თუმცა, ასევე არსებობს საჭმელების ისეთი კომბინაციებიც, რომლების ერთად ჭამით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების შესახებაც ბევრმა არ იცის:
სენდვიჩი და ყავა
პური ყველში არსებული კალციუმის წესიერად გადამუშავებაში გიშლით ხელს, რაც მას ნერვული და კარდიოვასკულარული სისტემების დახმარებაში უშლის ხელს. თანაც, მასთან ერთად ყავის დალევა მთლიანად აქრობს ყველის სასარგებლო ეფექტებს.
კიტრი და პამიდორი
ამ ორი პროდუქტის ერთად ჭამა თქვენს ორგანიზმში ბიოქიმიკატების გადაადგილებას აფერხებს. ეს იწვევს კალცინაციას და შეშუპებას და ამის გამო ბოსტნეულში არსებული ვიტამინები წესიერად არ მუშავდება ორგანიზმის მიერ.
კარტოფილი და ხორცი
კარტოფილში არსებული სახამებელი გადასამუშავებლად ტუტის მომნელებელ ხსნარებს საჭიროებს, თუმცა ხორცი თქვენი მუცლისგან მჟავური ხსნარების გამოყოფას ითხოვს მის გადასამუშავებლად. სწორედ ამიტომ ისინი თქვენს მუცელში იჭედებიან და შეიძლება გამოიწვიონ გულძმარვა, გაზები და მსგავსი პრობლემები.
პასტა და მოშუშული ხორცი
იგივე ეხება ხორცის და პასტის შერევის პროცესსაც. ნერწყვთან შეხების შედეგად პასტის სახამებლები მარტივ შაქარად იქცევიან, რომელიც შემდეგ პროტეინს, ანუ ხორცს ფარავს. ამას საშიში ქიმიური ნარევების წარმოქმნა შეუძლია, რომელიც დიაბეტის გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს.
ლუდი და თხილეული
ძალიან მარილიანი პროდუქტები ისედაც არაა სასარგებლო, თუმცა ისინი ასევე დეჰიდრატაციასაც იწვევენ, რის გამოც ზედმეტად ბევრი ლუდის დალევის რისკი იზრდება.
რძის პროდუქტები და ანანასი
ზოგიერთი ხილი თქვენი მომნელებელი სისტემის მუშაობას ანელებს, განსაკუთრებით დილის პერიოდში. თანაც, ანანასი ბრომელაინს შეიცავს, რომელსაც ინტოქსიკაციის გამოწვევა შეუძლია რძის პროდუქტებთან შერევის დროს.
რძე და ბანანი
ექსპერტები თვლიან, რომ ხილი, განსაკუთრებით მისი ტკბილი სახეობები სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით უნდა ჭამოთ. ისინი ორგანიზმში დიდი ხნით რჩებიან და მომნელებელი სისტემის მუშაობას ანელებენ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მათ სხვა პროდუქტებთან ერთად ჭამთ. იგივე მიზეზით უნდა მიირთვათ რძეც განცალკევებით.