სიარულის და ჯდომის დროს სწორი პოზა უზრუნველყოფს თქვენს ჯანმრთელობას, გმატებთ თვითდაჯერებულობას და გაჩენთ უფრო გამხდარს. სწორედ ამიტომ უნდა გამოიყენოთ ასეთი ეფექტური გზები იდეალური პოზის მისაღებად:
1. მისალმება
დააკავშირეთ ხელები ერთმანეთთან ზურგის უკან, ფოტოს მსგავსად. შექმენით ხელებით სწორი ხაზი იდაყვებს შორის და შეინარჩუნეთ ეს პოზიცია 10 წამით.
2. საკეტი
დაიდეთ ერთი ხელი ზურგზე, მეორე კი აწიეთ მაღლა და გადაწიეთ მხრების ზემოდან უკანა მიმართულებით. შემდეგ დააკავშირეთ საკეტივით ხელები ერთმანეთს ზურგის უკან. შეანაცვლეთ ხელები 5 წამის შემდეგ.
3. ჯვარედინი
ქვედატანის მოძრაობის გარეშე დაიდეთ ხელები თავზე და მიატრიალეთ მხრები მარცხნივ, რათა მათი ზოლი პარალელურად გაუსწორდეს საზურგეს. გაჩერდით ასე 5 წამი და შემდეგ შებრუნდით მარჯვნივ.
4. გადახრა
დაჯექით სკამის კიდეზე და დაიწყეთ ხელები თავის უკან. გადახარეთ ხერხემალი და შეხედეთ ჭერს. ნელა გადაწიეთ თავი უკან იქამდე, სანამ სკამის ზურგს არ შეეხებით.
5. დგომა
დადექით ფოტოს მსგავსად და მიეყრდენით კედელს ორივე მხრით, საჯდომით და თეძოებით. დაჭიმეთ მუცელი და ჩაისუნთქეთ ღრმად რამდენჯერმე.
6. დაცემა
კედელთან დგომისას გაშალეთ ხელები გვერდებზე და ნელა გადაიხარეთ წინ მუხლების მოხრის გარეშე. შეინარჩუნეთ ეს პოზიცია 10 წამი.
როგორ შევინარჩუნოთ სწორი პოზა:
1. მუცლის კუნთების დაჭიმვა
სწორ პოზას ზურგის და მუცლის კუნთების დახმარებით შეინარჩუნებთ. როდესაც მუცელს დაჭიმავთ, ზურგი თავისით დაიჭიმება. მაღალწელიანი კაბები ან შარვლები მუცლის სწორ პოზაში შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
2. სპეციალური პოზა
დაჯექით სკამის კიდეზე და შეწიეთ ერთი ფეხი სკამის ქვეშ და მეორე გაჭიმეთ წინ. ეს პოზა გამართულ პოზაში ჯდომაში დაგეხმარებათ. დაჯექით ამ პოზაში ვარჯიშის შემდეგ.
3. უკანა წონა
კომპიუტერთან მუშაოისას ჩამოიკიდეთ რამე უკან, რათა მან გადაგქაჩოთ უკანა მხარეს და შეინარჩუნოს თქვენი ხერხემლის სისწორე. ამისთვის სამოსის საკიდიც კი გამოდგება.
4. მკერდის წონა
სახლის საქმეების კეთებისას ჩამოიკიდეთ წინა მხრიდან ზურგჩანთა. თქვენი სხეული წონასთან გასამკლავებლად ავტომატურად გაწევს მხრებს უკან და ასე შეინარჩუნებთ ბალანსს.