რამდენიმე დღეში ერთხელ ყურების გამოწმენდა ნორმალური ჰიგიენური პროცედურაა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ყურის ცვილს დამცავი ფუნქციაც გააჩნია და მას ასევე ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოვლენაც შეუძლია ასეთი სახით:
8. ნაცრისფერი ყურის ცვილი
თუ ყურის ცვილი ნაცრისფერია, თუმცა სხვა სიმპტომები არ გაწუხებთ, მაშინ ეს ნორმალური მოვლენაა მტვრით სავსე ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის.
7. სისხლი ყურის ცვილში
ეს ყურის პერფორირებაზე მიუთითებს, რის გამოც თქვენ ყურებს ინფექცია შეიძლება გაუჩნდეს. ასეთ დროს ექიმს უნდა ესტუმროთ.
6. ყავისფერი ყურის ცვილი
თუ ყურში ცვილის დიდი ოდენობა გიჩნდებათ და მას ასეთი მუქი ფერი აქვს, მაშინ ეს სხეულის სერიოზულად დასტრესვაზე მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა განიტვირთოთ.
5. შავი ყურის ცვილი
თუ შავი ცვილის ქონის დროს ყურის ქავილიც გაგიხშირდათ, მაშინ ექიმს უნდა მიმართოთ, რადგან ეს სოკოვანი ინფექციის ნიშანია.
4. თეთრი ყურის ცვილი
ასეთი ცვილის ფერი ვიტამინების და მიკროელემენტების, განსაკუთრებით კი რკინის და სპილენძის ნაკლებობაზე მიუთითებს თქვენს ორგანიზმში.
3. უსიამოვნო სურნელის მქონე ყურის ცვილი
ცვილის ცუდი სურნელი ყურის შუა ნაწილის ინფექციაზე მიუთითებს. ასეთ დროს გარკვეული ხმაც შეიძლება გაიგოთ ყურში, რის გამოც აუცილებლად უნდა ესტუმროთ ექიმს.
2. თხევადი ცვილი
თუ თქვენი ცვილის მდგომარეობა ასე შეიცვალა, ეს ანთებითი პროცესების მანიშნებელი შეიძლება იყოს. ასეთ დროს სასწრაფოდ უნდა ესტუმროთ ყურის სპეციალისტს.
1. მშრალი ცვილი
მშრალი ცვილის გაჩენის მიზეზი მჭლე ცხიმების ნაკლებობაა თქვენს ორგანიზმში. ამის გარდა იგი შეიძლება იყოს კანის გამოშრობის გამომწვევი სხვადასხვა დაავადებების სიმპტომიც.