ღრძილების განლევის ან დაზიანების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე გამოცდილი და მოქმედი საშუალებები.

თითქმის არავინაა იდეალურად ჯანმრთელი. ევროპაში და ამერიკაში ბავშვების 20-90 პროცენტს კბილების დალპობის პრობლემა აწუხებთ 6 წლის ასაკში. დროის გასვლასთან ერთად ჩვენ კბილებთან და ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემების რიცხვიც მატულობს, რის გამოც მათი გაჯანსაღების საუკეთესო მეთოდები აუცილებლად უნდა იცოდეთ:

თქვენი ღრძილების დაზიანებაზე შემდეგი სიმპტომები მიგანიშნებთ:

  • ანთება
  • გაწითლება
  • შეშუპება
  • სისხლდენა

ყველა ეს სიმპტომი ღრძილების დაავადების საწყისი ეტაპის დამახასიათებელი ნიშანი შეიძლება იყოს. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ ამ სიმპტომების გაჩენის პრევენციაც.

გაზარდეთ მიღებული კალციუმის რაოდენობა

დაავადებების უმრავლესობა ჩვენს დიეტას უკავშირდება და ღრძილების მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მიღებული კალციუმის რაოდენობაზე. დაუმატეთ ეს პროდუქტები თქვენს მენიუს დიდი რაოდენობით და მათი დახმარებით საკმარის კალციუმს მიიღებთ:

  • რძე
  • ნუში
  • იოგურტი
  • ბროკოლი
  • ყველი

რეგულარულად შეცვალეთ სტომატოლოგიური აქსესუარები

თქვენს კბილის ჯაგრისს და პირში გამოსავლებ სითხეს ვარგისიანობის ვადა გააჩნიათ, რომლის დავიწყებაც თქვენი ჯანმრთელი ღრძილებისთვის ძალიან საზიანო შეიძლება გამოდგეს, რადგან ჯაგრისი ბაქტერიის და სოკოს გამრავლების იდეალურ ზედაპირს წარმოადგენს. ნახეთ რამდენი ხნის შემდეგ ხდება თითოეული აქსესუარი გამოსაცვლელი:

  • კბილის ჯაგრისი: 3-4 თვე
  • პირის სარეცხი სითხე: 2-3 წელი
  • კბილის პასტა: 2 წელი
  • კბილების ძაფი: 1 წელი
  • ენის საწმენდი ჯაგრისი: 2 თვე

არ დაგავიწყდეთ შემოწმების გავლა

თუ თქვენი ღრძილების და კბილების ჯანმრთელობა გაღელვებთ, მაშინ რეგულარულად უნდა ესტუმროთ სტომატოლოგს მათი მდგომარეობის შესამოწმებლად. ყოველ 6 თვეში რუტინული შემოწმება უნდა გაიაროთ, ყოველ 3-6 თვეში პროფესიონალური კბილების გაწმენდის პროცედურა უნდა ჩაიტაროთ და ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ კბილებზე ყოველდღიური ზრუნვა მათი გამოხეხვის და კბილების ძაფის ხმარების წყალობით.

მოემზადეთ ღრძილების განლევის სამკურნალოდ

ზოგჯერ არასწორი ორალური ჰიგიენის ქონის შემთხვევაში ან ისეთი არაჯანსაღი ჩვევების ქონის დროს, როგორიც მოწევაა, შესაძლოა ღრძილების უკან გადაწევის პრობლემას შევეჯახოთ. ასეთ პრობლემასტან გასამკლავებლად შეგიძლიათ ეს ხალხური მეთოდები გამოიყენოთ:

  • შეურიეთ 1-2 წვეთი ევკალიპტის ზეთი და 1-2 ს/კ წყალი, შემდეგ კი ამ ნაზავით ნელა დაიმასაჟეთ ღრძილები.
  • ისწავლეთ კბილების სწორად გაწმენდა და გამოიყენეთ უფრო პატარა კბილის ჯაგრისი.
  • ყოველ დილას დალიეთ ერთი ჭიქა მწვანე ჩაი. მისი ანტიოქსიდანტები ღრძილების ჯანმრთელობას შეგინარჩუნებთ.
  • გამოიყენეთ ალოე ვერა კბილის პასტად.
  • აურიეთ ზეითუნის ზეთი და მეოთხედი ლიმონის წვენი ერთმანეთში და გამოიყენეთ ნაზავი პირში გამოსავლებ სითხედ.
  • გამოირეცხეთ ზეთი პირში

ეს საკმაოდ უსიამოვნო პროცესია, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვნად დაეხმარება თქვენ ორალურ ჯანმრთელობას. აიღეთ ერთი ს/კ ქოქოსის ზეთი და გამოივლეთ პირში 20 წუთის განმავლობაში, გადაყლაპვის გარეშე. მისი გადმოსხმის შემდეგ გამოიხეხეთ კბილები.

გამოიყენეთ იარუსი

იარუსი საოცარი ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა. მის გამოსაყენებლაად უნდა დაფქვათ მისი ფოთოლი ან ფესვი პასტის მსგავსი მასალის მიღებამდე. შემდეგ უნდა შეიზილოთ ეს პასტა ღრძილებზე და ამის მერე გამოიბანოთ პირი წყლით. ასევე იარუსი შეგიძლიათ გამოიყენოთ სასარგებლო მცენარეული ჩაის მოსამზადებლადაც.