თუ თითების გაყინვის ან დაბუჟების პრობლემები ხშირად გაწუხებთ, მაშინ ეს სისხლის მიმოქცევის პრობლემების ბრალია, რის გამოც ექიმს უნდა მიმართოთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების პრობლემები, ვარიკოზული ვენების სინდრომი და სხვა დაავადებებიც. ასეთი გართულებების თავიდან აცილებისთვის ამ 7 მეთოდის გამოყენება იდეალური საშუალებაა:
7. შინაური ცხოველი
შინაური ცხოველის ყოლა გულის დაავადებების რისკს ამცირებს. ოთხფეხა მეგობრებთან სპეციალური კავშირის დამყარება მათ ირგვლივ ყოფნისას თქვენი გულის რიტმს ანელებს და სტრესის უკეთ მართვაში გეხმარებათ. ძაღლის ფლობა ასევე მეტი სიარულის შანსსაც ზრდის.
6. შეცვალეთ ღვინით ლუდი
ღვინის სმა თქვენი გულის ჯანრმთელობას აუმჯობესებს. სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან შედარებით ღვინოს უფრო მეტი დადებითი თვისება აქვს, რადგან იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და სხვა მცენარეულ ელემენტებს. თუმცა, დღეში 2 ჭიქაზე მეტის დალევა რეკომენდირებული არ არის.
5. ჭამეთ ცხარე საჭმელი
წიწაკები აფართოვებენ სისხლის ვენებს და ზრდიან სისხლის მიმოქცევას. ისინი ეხმარებიან კარდიოვასკულარულ სისტემას უკეთ ფუნქციონირებაში და სისხლის წნევის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებაში. ისინი ასევე ათბობენ თქვენ კიდურებს. თუ წიწაკა ზედმეტად ცხარეა თქვენთვის, მაშინ დაუმატეთ ხახვი და ნიორი თქვენს მენიუს.
4. ჩაიცვით სწორი სამოსი
ექიმების რჩევის მიხედვით არ უნდა ჩაიცვათ მოტკეცილი სამოსი დიდი ხნით. ისინი აფერხებენ სისხლის მიმოქცევას და ვერიკოზული ვენების გაჩენას უწყობენ ხელს.
3. ჭამეთ ფოლიუმის მჟავებით მდიდარი საჭმელი
ფოლიუმის მჟავები უზრუნველყოფს უჯრედების გაზრდას და რეგენერაციას. ისინი ასევე მონაწილეობენ სისხლის წითელი უჯრედების შექმნაში და ანემიისგან ორგანიზმის დაცვის პროცესებში. მათი ნაკლებობა სისხლის შედედებას გამოიწვევს.
ფოლიუმის მჟავების მიღება შეგიძლიათ კომბოსტოს, სალათის ფოთლების, ფორთოხალის, გრეიპფრუტის, ბანანის, მარწყვის, ლობიოს, თხილეულის, სტაფილოს, სიმინდის ან ბოლოკის ჭამით.
2. აამაღლეთ ფეხები
გულის მაღლა ფეხების აწევა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ზეწოლას ვენებსა და ფეხებზე. ეს მეთოდი ასევე ამცირებს სტრესს და წნევას სისხლის არტერიებზე. დატოვეთ ფეხები ამაღლებულ მდგომარეობაში დღეში 20 წუთით.
1. გაიკეთეთ მასაჟი
მასაჟი კანის რბილ ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. კვლევების მიხედვით მასაჟი ასევე პოზიტიურ ეფექტს ახდენს პერიფერიული სისხლძარღვების მუშაობაზეც. მკვეთრი მაგრამ ნაზი მოძრაობებით თქვენ უზრუნველყოფთ გულის მიმართულებით სისხლის უკეთ გადაადგილებას